PODCAST · history
საუბრები ნაპოლეონზე
by Alexander Mikaberidze and Nika Khoperia
’Conversations about Napoleon” is the first Georgian language podcast dedicated to the Napoleonic Era. It explores not only the life of Napoleon Bonaparte but also major political, military, social and cultural developments in Europe and beyond between 1789 and 1815.პოდკასტი „საუბრები ნაპოლეონზე” შეეხება ნაპოლეონის ეპოქას, რომელიც მოიცავს ერას XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIXსაუკუნის ოცდაათიან წლებამდე და ერთ-ერთი გარდამტეხ ისტორიულ პერიოდს წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპის, არამედ ზოგადად, მსოფლიოს ისტორიაში. პოდკასტს გაუძღვებიან ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნაპოლეონის ეპოქის მკვლევარი ალექსანდრე მიქაბერიძე და ახალგაზრდა ისტორიკოსი ნიკა ხოფერია.
-
88
ნაწილი 87: ნაპოლეონ III და მეორე იმპერია
გრძელი პაუზის შემდეგ, დავუბრუნდით საყვარელ საქმეს, ამჯერად ნაპოლეონ III-სა და საფრანგეთის მეორე იმპერიის აღზევებასა და დაცემაზე სასაუბროდ.
-
87
ნაწილი 86: ეჰ რიდლი, რიდლი....
დიდი ხნიანი პაუზის შემდეგ ვბრუნდებით ახალი ჩანაწერით, რისი მიზეზიც სერ რიდლი სკოტის ახალი მხატვრული ფილმი, "ნაპოლეონია." დიდი იმედები გვქონდა რომ სერ რიდლი ჯეროვნა წარმოაჩენდა ნაპოლეონის ეპოქას, მაგრამ სამწუხაროდ ფილმი საკმაოდ მოიკოჭლებს...
-
86
ნაწილი 85: შარლ მორის დე ტალეირან პერიგორი - ნაწილი 4
ნაპოლეონის შეხვედრა ავსტრიის ელჩთან ბარონ ვინსენთან ქალაქ ერფურტში 1808 წელს. ნაპოლეონსა და ავსტრიელი ელჩს შორის დგას ტალეირანი, ხოლო რუსეთის მეფე ალექსანდრე ნახატის მარჯვენა მხარეს არის გამოსახული. (ნიკოლას კოსეს ნახატი) დღეს ვსაუბრობთ ტალეირანის და ნაპოლეონის ურთიერთობაზე 1807-1809 წლების გარდამტეხ პერიოდში როდესაც ტალეირანმა თანდათანობით დაუპირისპირდა იმპერატორს.
-
85
ნაწილი 84: ნაპოლეონის ანდერძი, 1821 წ.
დღეს ნაპოლეონის გარდაცვალების 201-ე წლისთავია, ამიტომ გადავწყვიტეთ გვესაუბრა ნაპოლეონის ანდერძის თაობაზე.
-
84
ნაწილი 83: უკანასკნელი ბრძოლა -წმ. ელენეს კუნძული, 1815-1821 წწ.
"ნაპოლეონის გარდაცვალება" (ბარონ შარლ სტობენის ნახატი) დღეს განვიხილავთ ნაპოლეონის ცხოვრების უკანასკნელ პერიოდს, წმ. ელენეს კუნძულზე გატარებულ წლებს.
-
83
ნაწილი 82: გზა წმ. ელენესკენ
ნაპოლეონი ბრიტანულ ხომალდ „ბელეროფონზე" 1815 წელს (უილიამ ორცარდსონის ნახატი) ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, „საუბრები ნაპოლეონზე" ბრუნდება ახალი ეპიზოდით, რომელშიც ჩვენ ვისაუბრეთ ვატერლოოს ბრძოლაში მარცხის შემდეგ იმპერატორის განწყობასა და მომავლის ხედვაზე, საფრანგეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე; შევეხეთ ნაპოლეონის გადადგომის გარემოებებს, მისი საფრანგეთიდან ამერიკაში უსაფრთხოდ გაყვანის გეგმებს, მიმოწერას ინგლისის პრინც-რეგენტთან, ტყვეობას ბრიტანულ ხომალდ „ბელეროფონზე" და ბოლოს, ნაპოლეონის მეორედ, ამჯერად, წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებაზე.
-
82
ნაწილი 81: ვატერლოოს კამპანია, ნაწილი 2
ნაპოლეონი ვატერლოოსთან ბრძოლის დროს (იპოლიტ ბელანჟეს ნახატი)
-
81
ნაწილი 80: ვატერლოოს კამპანია, ნაწილი 1
ნაპოლეონი (ერნესტ კროფტის ნახატი, 1888 წ.) დღეს დავიწყეთ ნაპოლეონის უკანასკნელი კამპანიის მიმოხილვა, ვისაუბრეთ ნაპოლეონის და მისი მოტოქეების ჯარების ზოგად განლაგებაზე და გეგმებზე.
-
80
ნაწილი 79: "ასი დღე," 1815 წლის მარტი-ივლისი
ფრანგული კარიკატურა რომელიც ადარებს ნაპლეონს მეფე ლუდოვიკო XVIII-ს დღეს მიმოვიხილავთ ნაპოლეონის მეორე მმართველობის პერიოდს, რომელიც გაგრძელდა 110 დღეს, 1815 წლის 20 მარტიდან 8 ივლისამდე.
-
79
ნაწილი 78: უელინგტონის ტრიუმფი, ნაწილი 2
ართურ უელსლი, უელინგტონის ჰერცოგი (თომას ლოურენსის ნახატი) პოდკასტში ვაგრძელებთ საუბარს ნაპოლეონის ომების ბრიტანელ მხედართმთავარზე, სერ ართურ უელესლიზე, უელინგტონის ჰერცოგზე. ძირითადი თემა არის ნახევარკუნძულის ომი (Peninsular War), რომელიც 1808-დან 1814 წლამდე გაგრძელდა. განვიხილავთ უელინგტონის მოღვაწეობას პორტუგალიასა და ესპანეთში, მის ბრძოლას ნაპოლეონის მარშლებთან და ინგლისელების შეჭრას საფრანგეთში 1814 წელს, როდესაც მოკავშირეებმა აიძულეს ნაპოლეონი, გადამდგარიყო ტახტიდან.
-
78
ნაწილი 77:”რკინის ჰერცოგი,” ართურ უელესლი, ნაწილი 1
26 წლის ართურ უელესლი ბრიტანული ჯარის ლეიტენანტ პოლკოვნიკის ფორმაში (ჯონ ჰოფნერის ნახატი) დღევანდელი პოდკასტი წარმოადგენს პირველ ნაწილს ჩვენი საუბრისა სერ ართურ უელსლიზე, მომავალ უელინგტონის ჰერცოგზე. უელესლი იყო ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი რომელმაც დიდი ღვაწლი შეიტანა ნაპოლეონის დამარცხებაში. ცნობილი თავისი უმკაცრესი გამომეტყველებით და გესლიანი ხასიათით - თანამედროვეევი აღნიშნავდნენ რომ ზრდასრულ კაცებს ტირილამდე მიიყვანდა ხოლმე - უელსლი კონტრასტული ადამიანი იყო. ერთის მხრივ მოკრძალებული გემოვნების და მოთხოვნების კაცი, რომელიც, ამავე დროს, ცნობილი იყო თავისი სექსუალური მადით; ბასრი გონების პატრონი, რომელიც ინტელექტუალური ქედმაღლობით იყო ცნობილი; მას გააჩნდა მოვალეობის განსაკუთრებული გრძნობა მაგრამ ამავე დროს უსამართლოდ მოპჯყრობა და საკუთარი შეცდომების სხვებისთვის დაბრალებაც სჩვეოდა. მის არწივისებურ ცხვირთან ერთად, ის გამოირჩეოდა უჩვეულო სიცილით, ზოგს რომ ცხენის ჭიხვინს აგონებდა. მაგრამ რაც მთავარია უელინგტონს გააჩნდა დიდი სამხედრო და პოლიტიკური ნიჭი რაც მან არაერთხელ ნათლად წარმოაჩინა თავისი შესანიშნავი კარიერის განმავლობაში. ჯარისკაცების მიმართ უელსლი იყო მკაცრი და მომთხოვნი მაგრამ „ბებერი ცხვირა“ (Old Nosey), როგორც მას უწოდებდნენ ჯარში, ასევე სარგებლობდა დიდი ნდომით და მხარდაჭერით რამაც ხელი შეუწყო მას სამხედრო ველზე გამარჯვებების მოპოვებაში.
-
77
ნაწილი 76:"არწივის გადაფრენა," 1815 წ. მარტი.
დღეს ნაპოლეონის დაბადების 251-ე წლისთავია, ხოლო ჩვენი პოდკასტის მეოთხე დაბადების დღე! დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის, თქვენს გარეშე ეს პროექტი ნამდვილად არ იარსებებდა! ნაპოლეონის და ჯარისკაცების შეხვედრა დაბა ლაფრეითან, 1815 წლის 7 მარტს დღეს გთავაზობთ მორიგ ეპიზოდს, რომელშიც განვიხილავთ "არწივის გადაფრენას" - ნაპოლეონის მსვლელობას ხმელთაშუაზღვის სანაპიროდან პარიზამდე 1815 წლის მარტში.
-
76
ნაწილი 75: ნაპოლეონი კუნძულ ელბაზე, 1814 წ. მაისი-1815 წ. თებერვალი
ნაპოლეონი კუნძულ ელბაზე (ორას ვერნეს ნახატი) პოდკასტში ჩვენ ვსაუბრობთ ნაპოლეონის კუნძულ ელბაზე გადასახლების პერიოდზე, მის რეფორმებსა და კუნძულის აღმშენებლობაზე; ასევე ვენის კონგრესის მონაწილე ქვეყნების გეგმებზე, საფრანგეთში არსებულ მდგომარეობაზე და ნაპოლეონის კიდევ ერთ საბედისწერო გადაწყვეტილებაზე.
-
75
ნაწილი 74: ნაპოლეონის გამოსათხოვარი, 1814 წ. აპრილი
ნაპოლეონი ემშვიდობება იმპერიული გვარდიის ნაწილებს ფონტენბლოში, 1814 წლის 20 აპრილს. დღევანდელ ეპიზოდში განვიხილეთ 1814 წლის აპრილის მოვლენები როდესაც ნაპოლეონმა და მოკავშირეებმა ხელი მოაწერეს ფონტენბლოს ხელშეკრულებას და ნაპოლეონი წავიდა თავის პირველ გადასახლებაში კუნძულ ელბაზე.
-
74
ნაწილი 73: "მოღალატე მარშალი?" ოგიუსტ მარმონი
დღევანდელ პოდკასტში გადავწყვიტეთ გვესაუბრა ნაპოლეონი მარშალზე ოგიუსტ მარმონზე, რომელმაც საინტერესო და რთული ცხოვრება განვლო. ნაპოლეონის ახალგაზრდობის მეგობარი, მას მრავაწლიანი ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ნაპოლეონთან, მრავალი დაბრკოლება გადალახა და დიდი წარმატებებსაც მიაღწია. მაგრამ ყოველივე ამას ხაზი გადასვა 1814 წლის აპრილის პირველ კვირას. მას შემდეგ მარმონი აღარ არსებობდა. არსებობდა მხოლოდ Raguse...
-
73
ნაწილი 72: ნაპოლეონის დაცემა, 1814 წ. - ნაწილი 4
ამ ეპიზოდში ჩვენ ვსაუბრობთ 1814 წლის კამპანიის ბოლო ეტაპზე - კრაონის, ლაონისა და არს სიურ ობის ბრძოლებზე, ნაპოლეონისა და მოკავშირეების ბოლო საზავო მცდელობაზე. 1814 წლის 31 მარტს მოკავშირეებმა აიღეს პარიზი.
-
72
ნაწილი 71: ნაპოლეონის დაცემა, 1814 წ. - ნაწილი 3
ნაპოლეონი 1814 წელს (პოლ დელაროშის ნახატი) დღეს ვასრულებთ 1814 წლის კამპანიის მეორე ეტაპის განხილვას როდესაც ნაპოლეონმა შეძლო მოკავშირეთა რიცხობრივად უპირატესი ჯარების შეცერება და უკუგდება. მაგრამ ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე მოპოვებული წარმატების მიუხედავად, ნაპოლეონმა ვერ შეძლო სტრატეგიული წარმატების მოპოვება და ომი გაგრძელდა.
-
71
ნაწილი 70: ნაპოლეონის დაცემა, 1814 წ. - ნაწილი 2
დღევანდელ პოდკასტში განვიხილავთ ნაპოლეონის მიერ ჩატარებულ ბრწყინვალე ოპერაციას რომელიც "ექვს დღიანი კამპანიის" სახელითაა ცნობილი. 1814 წლის 9-14 თებერვალს ნაპოლეონმა გამოიყენა მოკავშირეთა მიერ დაშვებული შეცდომები და ოთხ დღეში ოთხჯერ დაამარცხა ბლიუხერის სილეზიის არმია.
-
70
ნაწილი 69: ნაპოლეონის დაცემა, 1814 წ. - ნაწილი 1
ჟან-ლუი-ერნესტ მესონიეს ცნობილი ნახატი, "საფრანგეთის კამპანია, 1814 წ." პოდკასტში განვიხილავთ ნაპოლეონისა და მეექვსე კოალიციის ომს 1814 წლის ზამთარში, მათ შორის დაზავების მცდელობას და საბრძოლო მოქმედებებს ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში, შამპანის რეგიონში.
-
69
ნაწილი 68: შარლ მორის დე ტალეირან პერიგორი - ნაწილი 3
მრავალსახოვანი ტალეირანი (1815 წელს გამოცემული ფრანგული კარიკატურა) დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ განვაგრძობთ საუბარს ცნობილი ფრანგი დიპლომატის შარლ მორის დე ტალეირანის ცხოვრებაზე და კარიერაზე. ამჯერად განვიხილავთ 1800-1806 წლების პერიოდს როდესაც ტალეირანი მსახურობდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე.
-
68
ნაწილი 67: შარლ მორის დე ტალეირან პერიგორი - ნაწილი 2
ტალეირანი 1817 წელს (პიერ პაულ პრუდონის ნახატი) დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ განვაგრძობთ საუბარს ცნობილი ფრანგი დიპლომატის შარლ მორის დე ტალეირანის ცხოვრებაზე და კარიერაზე. ამჯერად განვიხილავთ 1794-1799 წლების პერიოდს როდესაც ტალეირანი იმყოფებოდა უცხოეთში ხოლო საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ შეძლო ხელისუფლებაში მოსვლა და დაინიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრად.
-
67
ნაწილი 66: შარლ მორის დე ტალეირან პერიგორი - ნაწილი 1
შარლ მორის დე ტალეირან პერიგორის შესახებ ბევრ ადამიანს სმენია... მასზე საუბრისას ხშირად აღნიშნავენ იმ გარემოებას რომ 1780 წლიდან მოყოლებული, 50 წლის განმავლობაში, მან ემსახურა, და საბოლოოდ ზურგი შეაქცია, საფრანგეთის ყველა მთავრობას. დღეისათვის საზოგადოების წარმოდგენაში ტალეირანი გაიგივებულია ორ-პირა, გაიძვერა პიროვნებასთან რომელმაც არ იცის რა არის მრწამსი თუ პრინციპები, და პირადი სარგებლობის სურვილით მოქმედებს ყოველთვის. მაგრამ ვფიქრობთ ეს ტალეირანის შაბლონური აღწერაა. ამ პოდკასტში ვეცდებით განვიხილოთ ტალეირანის ცხოვრების პირველი ეტაპი და ახალი კვლევების საფუძველზე შევაფასოთ მისი პიროვნება და მოღვაწეობა.
-
66
ნაწილი 65: 1813 წლის შემოდგომის კამპანიის დასასრული - "ერების ბრძოლა" ლაიფციგთან
ბრძოლა ლაიფციგთან (ალექსანდრე ზაუერვეიდის ნახატი) 1813 წლის 16-19 ოქტომბერს ქალაქს ლაიფციგთან გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა ნაპოლეონსა და მეექვსე კოალიციის ძალებს შორის. ეს ბრძოლა, რომელმაც მალევე "ერების ბრძოლის" (გერმ. Völkerschlacht bei Leipzig) სახელი მოიხვეჭა, ნაპოლეონის ომების ყველაზე მსხვილი სამხედრო დაპირისპირება იყო. მოკავშირეთა მიერ მოპოვებულმა გამარჯვებამ ბოლო ბოუღო ნაპოლეონის ბატონობას გერმანიაში.
-
65
ნაწილი 64: 1813 წლის შემოდგომის კამპანიის დასაწყისი
ახალ ეპიზოდში განვიხილავთ 1813 წლის შემოდგომის კამპანიის პირველ ნაწილს - ნაპოლეონმა დაამარცხა მოკავშირეები დრეზდენთან მაგრამ ეს გამარჯვება ამაო გამოდგა...
-
64
ნაწილი 63: ნაპოლეონის დიდი მეტოქე: კლემენს ფონ მეტერნიხი, ნაწილი 1
დღეს ჩვენთან სტუმრად არის პროფ. თორნიკე შარაშენიძე, ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და მკვლევარი, ევროპის დიპლომატიის ისტორიაზე არაერთი წიგნის ავტორი. ჩვენი საუბრის თემაა სახელგანთქმული ავსტრიელი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი კლემენს ვენცელ ლოთარ ფონ მეტერნიხი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ნაპოლეონის დამარცხებაში 1813-1815 წწ. პოდკასტის ამ ეპიზოდში ჩვენ განვიხილავთ მის ადრეულ ცხოვრებას და კარიერას 1813 წლამდე.
-
63
ნაწილი 62: პლეიშვიცის დაზავება, 1813 წ. ივნისი-აგვისტო
ნაპოლეონი და მეტერნიხი დრეზდენში შეხვედრის დროს, 1813 წლის 26 ივნისი. დღეს განვიხილავთ პლეიშვიცის დაზავებას რომელიც დაიდო ნაპოლეონსა და მოკავშირეებს შორის 1813 წლის ივნისში. მომდევნო ცხრა კვირის განმავლობაში ორთავე მხარე აქტიურად აწარმოებდა დიპლომატიური მოლაპარაკებებს, რომელთა შედეგად ავსტრია განუდგა ნაპოლეონს და მხარი დაუჭირა მეექვსე კოალიციას.
-
62
ნაწილი 61: "ორი ბიჭის ამბავი" - ნაპოლეონი და მისი შთამომავლობა
ელეონორა დენუელი დე ლა პლანი, ნაპოლეონის პირველი ვაჟის დედა. მართალია ნაპოლეონის ერთადერთი კანონიერი შვილი გარდაიცავალ უშვილოდ 1832 წელს, დღეისათვის არსებობს 100-ზე მეტი პიროვნება რომელთა უშუალო წინაპარი ნაპოლეონია, მათ უმეტესობაა ნაპოლეონის უკანონო შვილების, შარლ ლეონის და ალექსანდრე ვალევსკის, შთამომავლობა.
-
61
ნაწილი 60: იმპერიის საპასუხო დარტყმა, 1813 წლის გაზაფხულის კამპანია
ნაპოლეონი 1813 წელს (ერნესტ კროფტსის ნახატი) დღევანდელ ეპიზოდში განვიხილავთ ნაპოლეონის მიერ ფრანგული ჯარის აღორძინებას რუსეთში დამარცხების შემდეგ და მის მიერ 1813 წლის გაზაფხულზე ჩატარებულ წარმატებულ კამპანიას.
-
60
ნაწილი 59: "ყველაზე უმანკო ადამიანი": დომენიკ-ჟან ლარეი
დომენიკ-ჟან ლარეის პორტრეტი (ან-ლუი ჟიროდე-ტრიოსონის ნახატი, ლუვრის მუზეუმი) ჟან-დომენიკ ლარეი... ამ კაცის სახელი დღესდღეობით არც ისე ბევრმა ადამიანმა იცის მაგრამ ნაპოლეონის ომების პერიოდში ლარეი მთელს ევროპაში იყო ცნობილი და მას დიდ პატივს სცემდნენ. ლარეი იყო ფრანგული ჯარის მთავარი ქირურგი და სამხედრო მედიცინის უბადლო ნოვატორი რომელმაც ათასობით ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. "თუ ოდესმე საჭირო გახდა ჯარის საპატივცემულოდ ერთი პიროვნების ძეგლის დადგმა," აღნიშნა ნაპოლეონმა, "ეს პიროვნება უთუოდ ლარეი უნდა იყოს. ის ხომ ყველა დაჭრილსა და დამაშვრალსა თავისი ოჯახის წევრად თვლის."
-
59
ნაწილი 58: რუსეთის კამპანია, 1812 წ. ნაწილი 4: მოსკოვის ხანძარი და უკან დახევა
("ნაპოლეონის უკან დახევა", პოლონელი მხატვარი ჟერზი კოსაკი) ამ ეპიზოდში ჩვენ ვაგრძელებთ ნაპოლეონის 1812 წლის რუსული კამპანიის განხილვას და ვეხებით მის მეორე ეტაპს - მოსკოვის დაკავებას, ნაპოლეონის საბედისწერო შეყოვნებას რუსეთში და ხანგრძლივ და რთულ უკან დახევას, რომელმაც „დიდი არმია“ შეიწირა.
-
58
ნაწილი 57: რუსეთის კამპანია, 1812 წ. ნაწილი 3: ბოროდინოს ბრძოლა
ბოროდინოს ბრძოლა, მხატვარი ლუი ლეჟენი, რომელმაც უშუალო მონაწილეობა მიიღო ბრძოლაში (მსახურობდა მარშალ დავუს კორპუსში) დღეს ჩვენ მიმოვიხილავთ ბოროდინოს ბრძოლას, ნაპოლეონის ომების ერთ-ერთ ყველაზე სისხლისმღვრელ ბრძოლას სადაც, 1812 წლის 7 სექტემბერს, თორმეტ საათიანი ბრძოლის შემდეგ ნაპოლეონის ჯარმა ვერ შეძლო რუსული არმიის დამარცხება, თუმცა მეორე დღეს რუსმა მთავარსარდალმა მიხეილ კუტუზოვმა უკანდახევის ბრძანება გასცა და მოსკოვისაკენ დაიხია.
-
57
ნაწილი 56: რუსეთის კამპანია, 1812 წ. ნაწილი 2: ნემანიდან სმოლენსკამდე
დღეს განვიხილავთ რუსეთის კამპანიის პირველ ნახევარს. ნაპოლეონის დიდმა არმიამ გადალახა მდინარე ნემანი მაგრამ ვერ შეძლო რუსებისათვის ბრძოლის თავზე მოხვევა. რუსული ჯარები სმოლენსკისაკენ უკან იხევენ.
-
56
ნაწილი 55: "უშიშარი მარშალი" ნიკოლა შარლ უდინო
მარშალი ნიკოლა შარლ უდინო, რეჯიოს ჰერცოგი (ლევეზუ დე ვეზინის ნახატი) 1812 წლის კამპანიის დროს თავი გამოიჩინა მარშალმა ნიკოლა შარლ უდინომ, ამიტომ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ მისი ცხოვრების მოკლე მიმოხილვა.
-
55
ნაწილი 54: რუსეთის კამპანია, 1812 წ. ნაწილი 1: დიპლომატიური და სამხედრო სამზადისი
ფრანგული ჯარის გადასვლა მდინარე ნემანზე, 1812 წ. ივნისში (მაირბახის ნახატი) პოდკასტში ვსაუბრობთ ევროპის პოლიტიკურ მდგომარეობაზე 1810-12 წლებში; მიმოვიხილავთ რუსეთ-საფრანგეთის 1812 წლის ომის გამომწვევ მიზეზებს, ძალთა ბალანსსა და სტრატეგიებს.
-
54
ნაწილი 53: ნაპოლეონის ომები სამხრეთ აზიაში და შორეულ აღმოსავლეთში, 1807-1811 წწ.
ბრიტანული ფლოტის დამარცხება გრან პორტის ბრძოლაში 1810 წელს (პიერ-ჟულიენ გილბერტის ნახატი). დღეს განვიხილავთ ნაპოლეონის ომების ზეგავლენას სამხრეთ აზიაში და შორეულ აღმოსავლეთში, მათ შორის ბრძოლას მასკარენის კუნძულებისათვის, ბრიტანული ხელისუფლების დამყარება ინდოეთში, ბრიტანული ექსპედიცია მაკაოში და "ნაგასაკის ინცინდენტი."
-
53
ნაწილი 52: ბრიტანული ექსპედიციები სამხრეთ აფრიკაში და არგენტინაში (1806-1807 წწ.)
გენერალ ბერესფორდის და ბრიტანული საექსპედიციო კორპუსის დანებება ბუენოს აერესში 1806 წელს (მხატვარი შარლ ფუქერე, 1909 წ.) დღევანდელ ეპიზოდში განვიხილავთ ბრიტანეთის მიერ მოწყობილ ექსპედიციებს სამხრეთ აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში, 1806-1807 წწ.
-
52
ნაწილი 51: "Rule, Britannia, rule the waves! ტრაფალგარის ბრძოლა, 1805 წ.
ტრაფალგარის ბრძოლა (ოგიუსტ მაიერის ნახატი). წინა პლანზე განადგურებული ხომალდი არის ფრანგული სახაზო გემი Bucentaure. დღევანდელ ეპიზოდში განვიხილავთ ტრაფალგარის ბრძოლას, 1805 წლის 21 ოქტომბერს, სადაც ადმირალ ჰორაციო ნელსონის ფლოტმა გაანადგურა საფრანგეთის და ესპანეთის გაერთიანებული საზღვაო ძალები.
-
51
ნაწილი 50: "Le Grand Empire" - ნაპოლეონის იმპერია 1809-1811 წლებში
1805-1809 წლებში მოპოვებული გამარჯვებების შედეგად ნაპოლეონს მიეცა საშუალება შეექმნა დიდი იმპერია რომელიც, მის წარმოდგენაში, აწი უკვე დაშლილი საღვთო რომის იმპერიის ადგილს დაიკავებდა და ევროპის გაერთიანებას დაისახავდა მიზნად. ნაპოლეონის ამ მისწრაფებამ, მიუხედავად იმისა რომ ის ხანმოკლე აღმოჩნდა, დიდი ზეგავლენა იქონია თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების და საზოგადოებების ჩამოყალიბების პროცესში. იმპერიულ რეჟიმს ახასიათებდა როგორც პროგრესული ისე რეაქციული მისწრაფებები, რის გამოც ფრანგი ისტორიკოსი ლუი ბერჟერონი აღნიშნავს რომ “პარადოქსალურია მაგრამ ნაპოლეონი ერთდროულად უსწრებდა და ჩამორჩეოდა თავის დროს, ის ერთდროულად იყო განმანათლებლობის ეპოქის უკანასკნელი დესპოტი და ამავე დროს თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი.“
-
50
ნაწილი 49: "დიდი არმიის ნესტორი" - მარშალი ფრანსუა ეტიენ კელერმანი
ფრანსუა ეტიენ კრისტოფ კელერმანი საფრანგეთის არმიისთვის სიმამაცისა და გამოცდილების სიმბოლოს წარმოადგენდა. ამავე დროს პატიოსნობითა და სამართლიანობით განთქმულ კელერმანს დიდ პატივს სცემდნენ ჯარში. თვით ნაპოლეონმაც ჯეროვნად დააფასა მისი დამსახურებები და საფრანგეთის საპატიო მარშლობა უბოძა. ნაპოლეონის მარშლების უმრავლესობისაგან განსხვავებით, კელერმანმა თავისი წარმატებების დიდ ნაწილს სწორედ ძველი რეჟიმის დროს მიაღწია და ნაპოლეონის ომებში მონაწილეობა არ მიუღია.
-
49
ნაწილი 48: 1809 წელი - იმპერატორის უკანასკნელი ტრიუმფი - ნაწილი 4
ნაპოლეონის ვაგრამის ბრძოლის დროს (ორას ვერნეს ნახატი) დღეს ჩვენ ვასრულებთ მეხუთე კოალიციის ომის განხილვას და ვსაუბრობთ ვაგრამის ბრძოლაზე, ნაპოლეონის ომების ერთ-ერთ უდიდეს შეტაკებაზე რომელიც ნაპოლეონმა მოიგო 1809 წლის 5-6 ივლისს. ერცჰერცოგი კარლი 1809 წლის კამპანიის დროს (იოჰან პიტერ კრაფტის ნახატი)
-
48
ნაწილი 47: 1809 წელი - იმპერატორის უკანასკნელი ტრიუმფი - ნაწილი 3
ბრძოლა ასპერნ-ესლინგთან (ფერნანდ კორმონის ნახატი) ნაპოლეონის დაბრუნება ლობაუს კუნძულზე ასპერნ-ესლინგთან ბრძოლის შემდეგ (ანტონ რიტერ ვონ პერგერის ნახატი) დღეს ვსაუბრობთ ასპერნ-ესლინგის ბრძოლაზე რომელმაც ორივე მხრიდან 45 ათასი მებრძოლის, მათ შორის ნაპოლეონის ერთ-ერთი საუკეთესო მხედართმთავრის, მარშალი ლანის სიცოცხლე შეიწირა.
-
47
ნაწილი 46: 1809 წელი - იმპერატორის უკანასკნელი ტრიუმფი - ნაწილი 2
ჟან-ბატისტ დებრე ნახატი, "ნაპოლეონის მიმართვა ბავარიელი ჯარისკაცებისადმი აბენსბერგის ბრძოლის წინ." ლუი ჰერზენის ნახატი, "მუტონის შეტევა ლანდსჰუტის ხიდზე"
-
46
ნაწილი 45: 1809 წელი - იმპერატორის უკანასკნელი ტრიუმფი - ნაწილი 1
ხვალე, 15 აგვისტოს, არა მხოლოდ ნაპოლეონის დაბადების დღეა, არამედ ჩვენი პოდკასტისაც. 2 წლის გავხდით! დიდი მადლობა ყველას ვინც ამ 24 თვის განმავლობაში გვამხვნევებდა და გვისმენდა. ამ ხნის განმავლობაში ჩავიწერეთ 45 ეპიზოდი რომლებიც ერთ 35 (!) საათიან ვრცელ საუბარს შეადგენენ. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი და საუბარი გველის. დღეს ვსაუბრობთ 1809 წელს დაწყებულ მეხუთე კოალიციის ომზე. ნაპოლეონმა დაამარცხა ავსტრია მაგრამ ეს მისი უკანასკნელი ტრიუმფი აღმოჩნდა.
-
45
ნაწილი 44: ერფურტის კონგრესი და ნაპოლეონის ესპანური კამპანია, 1808 წ.
ნაპოლეონის შეხვედრა ავსტრიის ელჩთან ერფურტის კონგრესის დროს. მარჯვენა მხარეს სავარძელთან დგას რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე (ნიკოლას გოსეს ნახატი) დღეს ვსაუბრობთ ქალაქ ერფურტში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გაუწია ნაპოლეონს და პრაქტიკულად არც ერთ საკითხში არ დაუთმო მას. არადა, ნაპოლეონს ძალიან სჭირდებოდა რუსეთის მხარდაჭერა, რადგანაც ის ამ დროს ღრმად ჩაეფლო ესპანეთში. პოლონელთა იერიში ესპანელთა პოზიციებზე სომოსიერას ხეობაში (იანუარი სუხოდოლსკის ნახატი)
-
44
ნაწილი 43: "ნაპოლეონი და საქართველო" - ინტერვიუ პროფ. კალანდაძესთან
პროფ. მერაბ კალანდაძე (ფოტო დ. ბრაგვაძის ბლოგიდან) გთავაზობთ ჩვენს ინტერვიუს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მერაბ კალანდაძესთან. პროფ. კალანდაძე უკვე მრავალი წელია იკვლევს და ასწავლის ნაპოლეონის ეპოქის ისტორიას საქართველოში და არის რამდენიმე ათეული ნაშრომის ავტორი.
-
43
ნაწილი 42: ნაპოლეონი და იბერიის ნახევარკუნძული, 1807-1808 წწ.
პოდკასტში განვიხილავთ საფრანგეთისა და პირენეის ნახევარკუნძულის ქვეყნების - ესპანეთისა და პორტუგალიის - ურთიერთობას, ნაპოლეონის ინტერესებს ამ ქვეყნებში, პოლიტიკურ ინტრიგებს, ფრანგულ სამხედრო ინტერვენციას და ე.წ. „ნახევარკუნძულის ომის" (Peninsular war) პირველ ეტაპს.
-
42
ნაწილი 41: კონტინენტური სისტემა
დღევანდელ პოდკასტში ჩვენ ვსაუბრობთ ნაპოლეონის ომების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე, კონტინენტურ სისტემაზე, რომელიც წარმოადგენდა ნაპოლეონის განსაკუთრებულ ეკონომიკურ პოლიტიკას ევროპაში ინგლისის, როგორც დიდი სავაჭრო-საზღვაო იმპერიის წინააღმდეგ.
-
41
ნაწილი 40: "შტაბის გენია" - მარშალი ლუი ალექსანდრე ბერტიე
დღეს ვსაუბრობთ ნაპოლეონის ერთ-ერთ საუკეთესო გენერალზე, მარშალზე ლუი ალექსანდრე ბერტიეზე.
-
40
ნაწილი 39: პირველი პოლონური კამპანია (1806-1807წწ) და ტილზიტის ზავი.
"ნაპოლეონის და ალექსანდრეს შეხვედრა მდინარე ნემანზე" (ადოლფ რენის ნახატი) ამ პოდკასტში ჩვენ განვიხილავთ ნაპოლეონის მიერ პრუსიის განადგურების შემდგომ მოვლენებს (1807 წ.) ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში: ომს რუსებთან, რომლის ფარგლებშიც მოხდა ცნობილი ბრძოლები ეილაუსთან და ფრიდლანდთან და ტილზიტის ზავს - ნაპოლეონის ომების პირველი ეტაპის დამაგვირგვინებელ ფაზას.
-
39
ნაწილი 38: პრუსიის დაცემა, 1806 წ.
პოდკასტში განვიხილავთ 1806 წლის მოვლენებს: საფრანგეთისა და ევროპის სახელმწიფოების ურთიერთობებს მოსალოდნელი ომის ზღვარზე; პრუსია-საფრანგეთის ომის დასაწყისს, ბრძოლებს, ზაალფელდთან, იენასა და აუერშტადტთან, პრუსიის არმიის დევნასა და ბერლინის დაკავებას ნაპოლეონის მიერ.
We're indexing this podcast's transcripts for the first time — this can take a minute or two. We'll show results as soon as they're ready.
No matches for "" in this podcast's transcripts.
No topics indexed yet for this podcast.
Loading reviews...
ABOUT THIS SHOW
’Conversations about Napoleon” is the first Georgian language podcast dedicated to the Napoleonic Era. It explores not only the life of Napoleon Bonaparte but also major political, military, social and cultural developments in Europe and beyond between 1789 and 1815.პოდკასტი „საუბრები ნაპოლეონზე” შეეხება ნაპოლეონის ეპოქას, რომელიც მოიცავს ერას XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIXსაუკუნის ოცდაათიან წლებამდე და ერთ-ერთი გარდამტეხ ისტორიულ პერიოდს წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპის, არამედ ზოგადად, მსოფლიოს ისტორიაში. პოდკასტს გაუძღვებიან ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნაპოლეონის ეპოქის მკვლევარი ალექსანდრე მიქაბერიძე და ახალგაზრდა ისტორიკოსი ნიკა ხოფერია.
HOSTED BY
Alexander Mikaberidze and Nika Khoperia
Loading similar podcasts...