Skip to content
09. კითხვა-პასუხი episode artwork

EPISODE · Feb 26, 2019 · 44 MIN

09. კითხვა-პასუხი

from მეცნიერება ყველასათვის · host PhD Juansher Jejelava

სამეცნიერო გასართობი პოდქასტის ეპიზოდი 09 https://georgianscience.blogspot.com/2019/02/09-da-9-12.html ნაპერწკალური კამერა, მოწყობილობა რომელსაც იყენებენ მაღალენერგეტიკული დამუხტული ნაწილაკების დეტექტირებისათვის: Искровая камера; Spark ჩhamber; ცოტა მეტი ინფორმაცია, ემი-ის (ელექტრო-მაგნიტური იმპუსის) შესახებ წაიკითხეთ ბმული (EMP, იკითხება როგორც "ი-ემ-პი"): Электромагнитный импульс; Electromagnetic pulse; დედამიწის მაგნიტური ველი ასიმეტრიული ფორმისაა, ის ტითქოს შეკუმშულია მზის მიმართულებით, მაგრამ მზის საპირისპირო მიმართულებით ძლიერად გაწელილ კუდს წააგავს. ამის მიზეზი არის მზისგან მოსული პლაზმასთან ზემოქმდებეა. მხარე რომელიც მზისკენ არის მიმართული 60 000კმ-ზე ვრცელდება (დედამიწის რადიუსი არის მხოლოდ 6000კმ) მაშინ როცა მზის საპირისპიროდ მიმართული კუდი ვრცელდება თითქმის 6 მილიონ კილომეტრზე. ცოტა უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე: Магнитосфера; Magnetosphere; ბასარდის პირდაპირი დინების რეაქტიული ხომალდი (Bussard ramjet). ეპიზოდში აღწერილი პირდაპირი დინების რეაქტიულ ძრავაზე მომუშავე ჰიპოტეტური კოსმოსური აპარატია, რომელიც ვარსკვლავთშორისი მოძრაობისას შეაგროვებს გალაკტიკის ვარსკვლავთშორისი სივრცეში არსებულ ნაწილაკებს: Межзвёздный прямоточный двигатель Бассарда; Bussard ramjet; მარსმავალი ოპორტუნიტი (შესაძლებლობა ან უფრო ხულიგნურ თარგმანში 'შანსი") აპარატის წონასთან დაკავშირებით პოდქასტის ეპიზოდში გაუგებრობას აქვს ადგილი. თავად მარსმავალი (დედამიწაზე) იწონის 185კგ-ს, მაგრამ მარსე გაიგზავნა აგრეთვე: 348კგ-იანი დასაჯდომი მოდული; 209კგ-იანი დასაჯდომი ნაჭუჭი და პარაშური; 78კგ-იანი თერმული ფარი; 193კგ-იანი მარსზე გასამგზავრებლად საჭირო სარაკეტო საფეხური და 50კგ საწვავი. რაც შეეხება მარსმავალის მუშაობის გეგმიურ დროს, თავდაპირველად ითვლებოდა რომ ის სადღაც 3 თვე იმუსავებს, მაგრამ საბოლოოდ მან შეძლო მარსზე 15წ ფუნქციონირება (15 დედამიწის წელიწადი და 8 მარსის წელიწადი). ამ დროის განმავლობაში მან ჯამურად 45კმ გაიარა. მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულით: Оппортьюнити; Opportunity Rover. https://georgianscience.blogspot.com/2019/02/09-da-9-12.html პოდქასის (ინტერნეტ მაუწყებლობის) წამყვანები: Juka & Louis Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი Louis (ლუი) - პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

Episode metadata supplied by the publisher feed · Published Feb 26, 2019

Embed this episode

Ready to play

09. კითხვა-პასუხი

0:00 44:17

No transcript for this episode yet

We transcribe on demand. Request one and we'll notify you when it's ready — usually under 10 minutes.

No similar episodes found.

No similar podcasts found.

Frequently Asked Questions

How long is this episode of მეცნიერება ყველასათვის?

This episode is 44 minutes long.

When was this მეცნიერება ყველასათვის episode published?

This episode was published on February 26, 2019.

Can I download this მეცნიერება ყველასათვის episode?

Yes. Use the download control on the episode player to save the publisher-provided media file.
URL copied to clipboard!