მერაბ არაბული
from Jini √ Hosted by Jini √
ავტორი : მერაბ არაბული. ისევ გაერია ირონია, სიტყვას მეტ-ნაკლები დაფეთებით, სანამ პირს დააბჩენს პირანია ... და მეც ტროტილივით ავფეთქდები, ჯობს რომ მომითრიოთ ქარავანი, კუზში ჩატენილი მთვარეებით ლექსის ამიშენეთ გალავანი, თორემ მეთეთრება ღამეები. თორემ ჩააყოლა უკვე ზვავმა, თავის ჩანავალზე ნალექსარი. თორემ ნამუზარმა ბოლო ქალმა, ხარო ცოტა მეტად აბეზარი. უკვე დავეჩვიე გადაჩვევას, ლექსებს გადმოგიფენ აივნიდან, გზიდან არც იფიქრო გადახვევა, როცა აივანთან ჩაივლი და მზერას შემომესვრი ირონიულს, იქნებ ოცნება და ზღაპარია, შენ მანდ ღიმილს აბჩენ პირანიულს, მე კი კვლავ ბახუსმა გადამრია.
Embed this episode
No transcript yet.