EPISODE · Sep 29, 2016 · 44 MIN
ნაწილი 8: ომი და სიყვარული: 1794-1795 წწ.
from საუბრები ნაპოლეონზე · host Alexander Mikaberidze and Nika Khoperia
დღეს ჩვენ ვსაუბრობთ 1794-1795 წლებზე, რომლებიც ნაპოლეონისათვის მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა. ქალაქ ტულონის აღების შემდეგ მან გენერლის წოდება მოიპოვა, პოლიტიკური კავშირებიც გააბა, და თითქოს აღმასვლის გზას დაადგა. მაგრამ 1794 წლის ივლისში იაკობინელთა ხელისუფლება დაემხო და გენერალი ბონაპარტი პოლიტიკურად არასაიმედო პირად იქცა. სწორედ ამ პერიოდში მან გაიცნო და შეიყვარა ახალგაზრდა ეჟენი დეზირე კლარი, მაგრამ არც ამ მხრივ გაუმართლა... შვედეთის დედოფალი დეზირე კლარი, 1820-იანი წლები 1794 წლის გაზაფხულის სამხედრო კამპანიის ადვილად გასაგებად, პოდკასტს თან ვურთავთ (Facebook-ზე) რუკას. პოდკასტში გამოვიყენეთ ორი რევოლუციური სიმღერა. თავდაპირველად მოისმენთ სიმონ შარლ კატელის მიერ დაწერილ "ჰიმნს ფლერუსის ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებაზე" (Hymne à la victoire sur la bataille de Fleurus) რომელიც საფრანგეთის მიერ 1794 წელს მოპოვებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამხედრო გამარჯვების აღსანიშნავად დაიწერა. შემდეგ, თერმიდორის მოვლენების საუბრისას, გამოვიყენეთ 1795 წელს მარი ჟოზეფ შენიეს და ეტიენ ნიკოლა მეჰულის მიერ დაწერილი "9 თერმიდორის ჰიმნი" (Hymne du 9 Thermidor) რომელიც რობესპიერის და მისი იაკობინელების დამხობას ზეიმობს. Salut ! neuf thermidor, jour de la délivrance, Tu viens purifier un sol ensanglanté ! Pour la seconde fois, tu fais luire à la France Les rayons de la liberté ; (bis)
NOW PLAYING
ნაწილი 8: ომი და სიყვარული: 1794-1795 წწ.
No transcript for this episode yet
Similar Episodes
May 6, 2026 ·74m
Mar 8, 2026 ·75m
Jan 30, 2026 ·60m
Dec 26, 2025 ·67m