Skip to content
ტიციან ტაბიძე - პოეზია episode artwork

Apr 15, 2015 1 min

ტიციან ტაბიძე - პოეზია

from Ioseb Shakulashvili Hosted by Ioseb Shakulashvili

ტიციან ტაბიძის „ავტოპორტრეტი“ და ლექსი წიგნიდან „ქალდეას ქალაქები“ ავტოპორტრეტი უაილდის პროფილი... ცისფერი თვალები, სარკეში იმალება თმათეთრი ინფანტა. იღლიის დაკოცნით მალე ვიღალები, მწვავენ ტალღები, თმებმა რომ დაფანტა. მასსენეს ელოდენ დათლილი თითები, ჯირითს რომ ელიან ფეხმარდი ცხენები, სხვანაირ მუსიკის დღეს მბანენ ზვირთები, ძვირფასად ვინთები ლექსების ხსენებით. აზიურ ხალათში, ვით ფაშა ეფენდი, ვოცნებობ ბაღდათზე მოღლილი დენდი, ვფურცლავ მალარმეს „Divagations“-ს. იყავი რაც გინდა, შავი, საცოდავი, ცხოვრება, ხელში მაქვს მე შენი სადავე, რომ ეს ჯოჯოხეთი სამოთხედ გაქციო. წიგნიდან „ქალდეას ქალაქები“ Lárt Poetigue გაფიზის ვარდი მე პრუდონის ჩავდე ვაზაში. ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს. და რაც შემხვდება, შემაჩერებს შორეულ გზაში, ჩემ ღვრია ლექსში დაისვენებს და დაიჩრდილებს. გრძნობის სიჭარბე მომეტებით გრძნობას ამკრთალებს, უვნებო ვნებით მინდა ვწვავდე ვნებიან თვალებს. და ჩემი ჩანგი სირცხვილიდან დაიმსხვრეოდა, თუ გიტარაზე მისი ლექსი მომესმებოდა. ვიცი, რომ მოვა საყვარელი ვისაც მოველი, ვიცი, რომ მოვა სილამაზე დაუთოველი. მეც წავუკითხავ და ვუმღერებ ჩემ ქალდეაზე, ჩამავალი მზის გაგვაბრწყინებს ჩვენ სილამაზე. ვუცქერ გულგრილად წარმოდგენას, ვსტირი ანტრაქტებს. დავიწყებული ძველ სიტყვების ვგრძნობ ანდამატებს. და თუ არ ამყვა ხმა სიმღერად, გაშლილი, ლაღი, უხმო ბულბულსაც დამაფასებს ქართული ბაღი...

Episode details come from the podcast's RSS feed.

Embed this episode

Ready to play

ტიციან ტაბიძე - პოეზია

0:00 1:46

No transcript yet.

Requests help us decide what to transcribe next.

Frequently asked questions

How long is this episode of Ioseb Shakulashvili?

This episode is 1 minute long.

When was this Ioseb Shakulashvili episode published?

This episode was published on April 15, 2015.

Can I download this Ioseb Shakulashvili episode?

Yes. Use the download control on the episode player to save the publisher-provided media file.