PODCAST · society
შინ - უცხოეთში
by რადიო თავისუფლება
პროგრამაში "შინ - უცხოეთში" საქართველოდან სხვადასხვა მიზეზითგადახვეწილი ადამიანები ოქროპირ რუხაძესთან ბაასში საკუთარ ამბებსმოგიყვებიან: რატომ წავიდნენ? რამ გააქცია იქიდან, რამ მიატოვებინასამშობლო, რომელიც ზოგს ენატრება, ზოგს გახსენებაც არ უნდა.
-
128
-
127
ტაქსის საჭესთან პიზაში - ნინო ქავთარაძე
ამ ეპიზოდში გაიცნობთ ნინო ქავთარაძეს - პირველ უცხოელ ტაქსის მძღოლ ქალს პიზაში - გადახრილი კოშკის ქალაქში - ტოსკანაში. ავტორი ოქროპირ რუხაძე მასთან ერთად ტაქსისტის ცხოვრებაზე, შვილებზე - ლეილასა და გაბრიელზე გიამბობთ. შეიტყობთ, სად გაიცნო მამა - ტონი. ნინო ტოსკანაზე და იქაურ კერძებზეც მოგიყვებათ.
-
126
-
125
-
124
-
123
ბარბარა ჯიმელი სულაშვილი: თუ რაღაც არ მოგწონს - უნდა შეცვალო
ბარბარა ჯიმელი სულაშვილი თბილისში ცხოვრობს. ადრე სკაუტი - ოთხი შვილის დედაა, საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ფართოდაა ჩართული. კამპუსი ლისის - ვალდორფის სკოლის პედაგოგია, სკოლისა, რომლის მიზანია აღზარდოს ძლიერი ნების - თავისუფალი ადამიანები.
-
122
ჟან-ჟაკ ჟაკობის „ოქროს თავთავი“ - ფრანგი ხაბაზი, რომელმაც ხორბლის ენა იცის
საქართველოში პური უყვართ, კერძებით მდიდარ ამ ქვეყანაში პურიც გემრიელია და ამ კარგ საქმეში თავის სიტყვას ამბობს ჟან-ჟაკ ჟაკობი.
-
121
-
120
მაკა დადიანის Metamorphosis და In Umbra Sfumato ციურიხში
ფერმწერ მაკა დადიანს ევროპაში, განსაკუთრებით შვეიცარიაში, კარგად იცნობენ. წლები გადის. მაკა მიეჩვია ევროპის ამ მყუდრო ქვეყანას, თუმცა თვალი სამშობლოსკენ უჭირავს. ფერმწერი ციურიხში, თავის სახელოსნოში მუშაობს, იქ ხატავს. მისი ფანჯრები ციურიხის ტბას გადაჰყურებს და შესანიშნავი ხედი მაქვსო, მიამბო.
-
119
-
118
თინათინ გურგენიძე - ურბანისტი
თინათინ გურგენიძე ურბანისტია, გლდანის მაგალითზე იკვლევს პროცესებს მიკრორაიონის ტიპის დასახლებებში, ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში, არის თბილისის არქიტექტურული ბიენალეს თანადამაარსებელი.
-
117
-
116
-
115
-
114
-
113
-
112
ხატია ზურაბაული და გზა დიდი მოდისკენ
ხატია ზურაბაული - მოდის დიზაინერი - საფრანგეთში ჩავიდა 16 წლის წინ, როცა ჩვიდმეტისა იყო. განათლება მიღებული აქვს პარიზში, როგორც ამბობს, მაღალი მოდის დედაქალაქში. ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულობაზე, ასევე იმაზეც, რომ უნდა მიიღო იმ ქვეყნის წესი და რიგი, სადაც ცხოვრობ.
-
111
-
110
-
109
რევაზ გიგაური - რაგბი ნიცაში
რევაზ გიგაური ნიცის რაგბის კლუბის ბავშვთა სფეროს განაგებს, ამავე დროს, არის მომავალი მწვრთნელების მასწავლებელი. რაგბისთან ერთად, რევაზ გიგაური, რომელსაც რაგბიში მსოფლიოს ორ ჩემპიონატში აქვს მონაწილეობა მიღებული, ქალაქის სამაშველო სამსახურში ირიცხება.
-
108
-
107
-
106
-
105
-
104
შინ უცხოეთში: ჯაბა გეგეშიძე
ჯაბა გეგეშიძე პრაღის სახალხო თეატრის მომღერალია, ტენორი. ექვსი წლის წინ, როცა მასზე პრაღაში მოკლე ფილმი გადავიღეთ, კმაყოფილებით გვიამბობდა, როგორ მოხიბლა თეატრის მიმღები კომისია და როგორ შესთავაზეს პირველსავე სეზონში ჩეხურ ენაზე ემღერა, - „ყველაფერი გააკეთეს, რომ სცენაზე დავმდგარიყავი...
-
103
-
102
შინ - უცხოეთში: ჰელენა გეორგე
ჰელენა გეორგე (ელენე ხურციძე-ვენკი) მსახიობია მიუნხენში, თეატრის მსახიობი. თავის ქმართან, მიხაელ ვენკთან ერთად უძღვება ბავარიის დედაქალაქში „იოჰანეს გალის თეატრს“, რომელიც საწვრთნელი ცენტრიც არის დიდისა და პატარისათვის. ჰელენა გეორგე ქოუჩიც არის, რეჟისორიც, ბავშვების აღმზრდელიც და მხატვარიც.
-
101
შინ უცხოეთში: გურამ ჩაჩანიძე
გურამ ჩაჩანიძე ათენელი არტისტია. გვიამბობს ფოტოხელოვნებაში ძვრებზე, ათენში გადაღების უპირატესობაზე და იმაზეც, რომ ეს ქალაქი კვალს ამჩნევს არტისტს. ბოლო გამოფენა ქალთა უფლებებს ეხებოდა: „ადამის ნეკნი, ტიპოგრაფიული შეცდომა“. მისი პიესა კი მწვავე თემაზეა: საბერძნეთში სამუშაოდ წასულ ქალებზე.
-
100
მართლმადიდებელი თეოლოგი კათოლიკური „კარიტასის“ სამწყსო მსახურებაში - მირიან გამრეკელაშვილი
მირიან გამრეკელაშვილი ბავარიაში ცხოვრობს, იქ დაიცვა სადოქტორო თემა. მიუნხენში მოიკიდა ფეხი ოჯახთან, ცოლსა და გოგონასთან ერთად. თეოლოგის დოქტორი, მკვლევარი, კათოლიკური ეკლესიის „კარიტასად“ წოდებულ სოციალურ სამსახურში სოციალური მუშაკია, მისი ძირითადი საქმიანობა უცხოეთიდან ჩასულ ადამიანებზე ზრუნვაა.
-
99
შინ უცხოეთში: დავით მალტეზე (მაღალთაძე)
საბერძნეთის ბევრ თეატრში არაერთი როლი უთამაშია დავით მალტეზეს (მაღალთაძე). თეატრის მსახიობი, მუსიკოს-შემსრულებელი, მუსიკის ავტორი, მომღერალი, საბერძნეთში ეპიდავროსის თეატრის სცენაზე დგას, ამჟამად მუშაობს ესქილეს, ბევრი მკვლევრის მიერ მთავარ ნაწარმოებად მიჩნეულ, „ორესტეაზე“.
-
98
ნინო ხარატიშვილის „პენთესილეა. რეკვიემი“ ბერლინში
პოდკასტი „შინ უცხოეთში“ ბერლინში გამართულ თეატრალურ წარმოდგენაზე გიამბობთ. ქართულ-გერმანული „პენთესილეა. რეკვიემი“ ნინო ხარატიშვილმა დადგა თავისივე დრამის მიხედვით. პოდკასტის ავტორი ოქროპირ რუხაძე ბერლინში პრემიერას დაესწრო.
-
97
-
96
-
95
-
94
გელა ზასოხაშვილი (ზასჰოფი)
ექიმობა, გელა ზასოხაშვილი ფართო პროფილის ქირურგი და ორთოპედია, მისი პროფესიაა. ვაზის მოვლა, გერმანიაში ქართული ჯიშების გახარება და ღვინის დაწურვა-დაყენება გერმანიაში გაღვიძებულმა მიწის სიყვარულმა ასწავლა.
-
93
27 წელი ათენში - MaiArt-ი და ასრულებული ოცნებები
ღამე, სიზმარშიც ვხედავ ხოლმე ახალ ფორმებს, ახალი ქმნილების მოდელს, ვიღვიძებ და ესკიზს ვაკეთებო. ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც მე მინდა, რაც ჩემს სულს გაუხარდებაო, ამბობს მაია სააკაძე ახლა.
-
92
-
91
-
90
დედა ემიგრაციაში - ცხოვრების ახალი ფურცელი
ქეთი ნოგიევა იტალიაში, ფლორენციაში ცხოვრობს. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს იტალიაში წასვლაზე, იქ განცდილსა და მიღწეულზე, საქართველოში დატოვებულ პატარა ევასა და ქართულ-იტალიურ ტელევიზიაზე - ცხოვრების ახალ ფურცელზე.
-
89
-
88
ლიკა კევლიშვილი ვენაში - ცხოვრების ხარისხი და სასწაულის საზღვარი
სიმარტოვეში სიკვდილი, ავადმყოფობის შიში, იძულება - ავსტრიის ხელისუფლებას ჩაბარდნენ მძიმე სენით შეპყრობილები - ესაა პოდკასტის ამ სეზონის თემები. ავტორი, ოქროპირ რუხაძეს ვენაში მცხოვრები ლიკა კევლიშვილი ესაუბრება იმაზე, როგორ ეხმარება და ტკივილს უმსუბუქებს ის ავსტრიაში სამკურნალოდ ჩასულებს.
-
87
არტისტი გოჩა გაიოზი ბუენოს-აირესში: ხვალისთვის ხვალემ იზრუნოს
არტისტი გოჩა გაიოზი (შათირიშვილი) 27 წელიწადია, არგენტინაში ცხოვრობს. ხელოვანი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი, პოდკასტის ავტორ ოქროპირ რუხაძესთან ერთად, მოგიყვებათ წარსულზე, ბუენოს-აირესში კულტურულ ცხოვრებაზე და აგიხსნით, ხვალისთვის ხვალემ რატომ უნდა იზრუნოს.
-
86
მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე - ჩემს სათქმელს ყოველთვის ვიტყოდი
ბელა მახარაძე მევიოლინეა - მუსიკოსების ოჯახის დედა გერმანიაში. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს, როგორ შექმნეს კავკასიის კამერული ორკესტრი გერმანელ მუსიკოსთან, მომავალ მეუღლესთან ერთად, რომელსაც ერთი ნახვით შეუყვარდა ბელა...
-
85
-
84
მარი ბათილაშვილი: იტალიამ მუსიკაში ის მათქმევინა, რაც მსურდა
იტალიაში, პეზაროში ცხოვრობს პიანისტი მარი ბათილაშვილი. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს, რატომ ჩავიდა იქ 12 წლის წინ, როგორ გახდა ჯუზეპე დი კიარას მოწაფე და როგორ დაუკრა ვატიკანში, რომის პაპის თანდასწრებით.
-
83
გიორგი დუნდუა: უნდა ვისწავლოთ ცნობიერად ცხოვრება
ფერმწერმა და პოეტმა, გიორგი დუნდუამ გერმანიაში გაატარა 20-ზე მეტი წელიწადი. ახლა თბილისშია ოჯახთან ერთად. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უხსნის ის, რას განიცდის თბილისში, თავის სახელოსნოში გამოფენის წინ გაჩენილი ხანძრის გამო და ბერლინზე, თბილისზე, მეუღლესა და სიყვარულზე დაწერილ ლექსებს კითხულობს.
-
82
ვერა მურღულიას „სათავგადასავლო რბოლა“
პოდკასტის ავტორი ოქროპირ რუხაძე დღეს გიამბობთ ვერა მურღულიაზე. ვერა საქართველოში სათავგადასავლო ავტორბოლის დამაარსებელია. სამი შვილის დედა ჰყვება, როგორ ასწავლიდა სტუნტობისას ვინდსერფინგს, რატომ დარჩა საფრანგეთში სწავლის მერე და როგორ უყვარს საჭის ტრიალი.
-
81
დაჩი ხუციშვილი - ქართველი ინჟინერი შოტლანდიაში
დაჩი ხუციშვილი ბრიტანეთში ფეხბურთის სათამაშოდ ჩავიდა და შემდეგ სამშენებლო-საინჟინრო სფერომ გაიტაცა. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს, დაჩი უამბობს, რატომ ჩამოშორდა ფეხბურთის თამაშს, როგორ გახდა პროფესიონალი სამოქალაქო ინჟინერი და როგორი ხალხია შოტლანდიელები.
-
80
ლირიკული სოპრანო მარიამ გოგბერაშვილი - ნეაპოლმა ხელგაშლილმა მიმიღო
იტალიაში, ნეაპოლში ცხოვრობს ქართველი ლირიკული სოპრანო. პოდკასტის ავტორი ოქროპირ რუხაძე გიამბობთ ახალგაზრდა მომღერალზე, მარიამ გოგბერაშვილზე. მარიამი იხსენებს თავის პროფესორს, კიბოს დაავადების მიუხედავად რომ არ შეწყვიტა სწავლება; გიამბობთ, როგორ მიიღო ის ნეაპოლმა.
-
79
ბედნიერება ბედნიერების წილ: „სულის ექიმი“ ნინო ვაისი
ნინო ვაისი ჰანოვერის რეგიონში რამდენიმე ფსიქიატრიულ კლინიკას ხელმძღვანელობს.
We're indexing this podcast's transcripts for the first time — this can take a minute or two. We'll show results as soon as they're ready.
No matches for "" in this podcast's transcripts.
No topics indexed yet for this podcast.
Loading reviews...
ABOUT THIS SHOW
პროგრამაში "შინ - უცხოეთში" საქართველოდან სხვადასხვა მიზეზითგადახვეწილი ადამიანები ოქროპირ რუხაძესთან ბაასში საკუთარ ამბებსმოგიყვებიან: რატომ წავიდნენ? რამ გააქცია იქიდან, რამ მიატოვებინასამშობლო, რომელიც ზოგს ენატრება, ზოგს გახსენებაც არ უნდა.
HOSTED BY
რადიო თავისუფლება
Loading similar podcasts...