პოდკასტები podcast artwork

PODCAST · news

პოდკასტები

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის საერთაშორისო მედია- და სამაუწყებლო ორგანიზაცია, რომელიც ინფომაციით უზრუნველყოფს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას, კავკასიას, ცენტრალურ აზიას, რუსეთს, ახლო აღმოსავლეთსა და ბალკანეთის ქვეყნებს

  1. 50

    იდუმალი თეორიის წიგნი: „ტრანსცენდენტალური სტილი კინოში“

    ეპიზოდი ეძღვნება 1972 წელს გამოქვეყნებულ, უცნაურ და მომნუსხველ წიგნს - „ტრანსცენდენტალური სტილი კინოში: ოძუ, ბრესონი, დრეიერი“. ეს წიგნი ახალგაზრდობაში დაწერა პოლ შრეიდერმა - ამერიკელმა რეჟისორმა და საეტაპო ფილმის, „ტაქსის მძღოლის“ სცენარის ავტორმა.

  2. 49

    „ხალხი ვართ ჩვენ“: წიგნი პოპულიზმის შესახებ

    "რას წარმოადგენს პოპულიზმი?" - ასე ჰქვია გერმანელი ფილოსოფოსის, იან-ვერნერ მიულერის აქტუალურ და პოლემიკურ წიგნს, რომელზეც ამ ეპიზოდში გიყვებით.

  3. 48

    #8. 1924 წლის აგვისტოს აჯანყება

    ამ ეპიზოდში მოგითხრობთ 1924 წლის აჯანყებაზე, ამ მოვლენის წინაპირობებსა და შედეგებზე, მოვუსმენთ აჯანყების უშუალო მონაწილეებს, ვისაუბრებთ საერთო-სახალხო აჯანყების მნიშვნელობაზე საქართველოს მომდევნო პერიოდის ისტორიისთვის, მათ შორის - XX საუკუნის დასასრულის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის.

  4. 47

    #7. 1956 წლის მარტის საპროტესტო გამოსვლები

    ამ ეპიზოდში მოგითხრობთ 1956 წლის მარტის დამდეგს საქართველოში მომხდარ საპროტესტო გამოსვლებზე, რის საბაბიც გახდა სსრკ-ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ სტალინის კულტის წინააღმდეგ გალაშქრება.

  5. 46

    #6. ემიგრანტი რუსთველოლოგი - ვიქტორ ნოზაძე

    პოდკასტის ამ ეპიზოდში გესაუბრებით ცნობილ ქართველ მეცნიერზე, რუსთველოლოგ ვიქტორ ნოზაძეზე, რომელიც 1920-იანი წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე ემიგრაციაში ცხოვრობდა.

  6. 45

    #5. 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

    პოდკასტის ამ ეპიზოდში საუბარია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე 1918 წლის 26 მაისს და ამ დღის აღნიშვნის ისტორიაზე.

  7. 44

    #4. საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება

    ამ ეპიზოდში გესაუბრებით საქართველოს პირველ რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წელს ხელმოწერილ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე - იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მას საქართველოსთვის და რაში სჭირდებოდა ის რუსეთს. მოისმენთ ნაწყვეტებს მოლაპარაკებების მონაწილის, გრიგოლ ურატაძის დრამატული მოგონებებიდან.

  8. 43

    #3. 1921 წლის თებერვლის მოვლენები

    პოდკასტის ამ ეპიზოდში საუბარია წითელი არმიის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს დაპყრობის შესახებ. მოისმენთ, როგორ აღწერდნენ ამ მოვლენას თვითმხილველები რადიო თავისუფლების ეთერში.

  9. 42

    #2. რაჟდენ არსენიძე - რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის პირველი დირექტორი

    პოდკასტის ეს ეპიზოდი ეძღვნება რაჟდენ არსენიძეს, რომელიც 1953-1962 წლებში ხელმძღვანელობდა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს. არსენიძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, დამოუკიდებლობის დეკლარაციისა და 1921 წლის კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი.

  10. 41

    როგორ ასმენენ რუსეთში მასწავლებლები. რა ეწერა „ივერიის“ პირველ ნომერში

    გესაუბრებით იმაზე, თუ როგორ ასმენენ რუსეთში მასწავლებლები ერთმანეთს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს; მოგითხრობთ გაზეთ „ივერიის“ პირველი ნომრის შესახებ.

  11. 40

    არავის მსგავსი: ენ სექსტონის უკომპრომისო პოეტიკა

    ეპიზოდი ეძღვნება ამერიკელ პოეტს, ენ სექსტონს - ქალს, რომელიც ღრმა დეპრესიის მქონე დედიდან, დიასახლისიდან და ფსიქიატრიული საავადმყოფოების პაციენტიდან სიცოცხლეშივე გადაიქცა აღიარებულ, პულიცერის პრემიის მფლობელ ავტორად, უნიკალურ ხმად ინგლისურენოვან ლიტერატურაში.

  12. 39

    თამაში როგორც სიმართლე: სტანისლავსკი, ჰოლივუდი და მსახიობის ხელოვნება

    ეპიზოდი სამსახიობო ხელოვნების ისტორიას ეხება. გიყვებით როგორ გადაიქცა სტანისლავსკის „სისტემა“ ამერიკულ „მეთოდად“ და როგორ გადაეჯაჭვა მარლონ ბრანდოს, მერლინ მონროს, ჯეიმს დინის, ალ პაჩინოს, ჯეკ ნიკოლსონის, დასტინ ჰოფმანის, რობერტ დე ნიროს და კიდევ ბევრი დიდი მსახიობის ბიოგრაფიებს.

  13. 38

    ქსენოფობია: უცხოს შიშის უცნაურად თანამედროვე ისტორია

    ეპიზოდში მოგიყვებით ქსენოფობიის, როგორც ცნების და ფენომენის რთულ და მტკივნეულ ისტორიას - და იმაზეც ვისაუბრებთ, თუ რას ნიშნავს უცხოთა მიმართ შიში და სიძულვილი დღევანდელ, მღელვარე მსოფლიოში. „ასათიანის კუთხეს“ სტუმრობს ჯორჯ მაკარი, ამერიკელი ისტორიკოსი და ფსიქიატრი.

  14. 37

    რა ხდება როცა სცენაზე მხოლოდ ქალები ადიან

    ,,ქვიარ ფემინისტი ქალები“ გეპატიჟებით ყველაზე აქტივისტურ და ყველაზე ფემინისტურ სთენდაფზე” - ამ ტექსტით შემომხვდა ღონისძიება ფეისბუკზე და ამ პოდკასტში გიყვებით, რა ვნახე და მოვისმინე იმ საღამოს გამართულ სთენდაფშოუზე, სადაც 5 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ქალი ყვებოდა თავის ამბებს.

  15. 36

    "გაუპატიურება ტყვიაზე იაფია" - როგორ იყენებს რუსეთი ძალადობას იარაღად

    ამ პოდკასტში ვყვებით ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე აფხაზეთისა და უკრაინის ომებში და ვცდილობთ გავიგოთ რამდენად მნიშვნელოვანია მსხვერპლებისთვის სამართლის აღდგენა; Spotify-ზე პოდკასტის ბმულის სანახავად ჩამოშალეთ "მეტის ნახვა".

  16. 35

    „კინოცენტრი არ არის დუქანი“

    კინემატოგრაფები კინოცენტრს ერთი წელია ბოიკოტს უცხადებენ და ბოლო დროს პროტესტის გამოსახატად ხელოვნური ინტელექტი დაიხმარეს - AI-ს სატირული სამღერები დააწერინეს.

  17. 34
  18. 33

    დიქტატურის გაკვეთილები: რუსეთი, საქართველო და „აგენტების“ ფანტომები

    ეპიზოდში ვსაუბრობთ იმ კულტურულ, ისტორიულ და პოლიტიკურ ფაქტორებზე, რომლებმაც „უცხოეთის აგენტების კანონი“ რუსეთში წარმოშვა და იმ შედეგებზე, რომლებიც საქართველოში შეიძლება მოჰყვეს რუსული კანონის ანალოგის შემოღებას.

  19. 32

    ბორხესი: შეუძლებელი ცოდნის ლიტერატურა

    ეპიზოდი ეთმობა არგენტინელ მწერალს, ხორხე ლუის ბორხესს და მის ფიქციებს - ინტელექტუალურ, ფანტასტიკურ ლაბირინთებს დროზე, სივრცეზე, სამყაროსა და უსასრულობაზე, რომლებმაც „მხატვრული ლიტერატურა“ თვისებრივად შეცვალა.

  20. 31
  21. 30

    პანკროკის დიდი კელტი ლირიკოსი: დამშვიდობება შეინ მაკგაუენთან

    ეპიზოდი ეძღვნება ლონდონელ ირლანდიელ მუსიკოსს და პოეტს, 2023 წლის 30 ნოემბერს გარდაცვლილ შეინ მაკგაუენს და მის ბენდს - „კელტური პანკის“ ლეგენდარულ ჯგუფს The Pogues.

  22. 29

    „ღამის ხედვა“: რას გვასწავლიან ჩვენი ბნელი განწყობები ადამიანად ყოფნის შესახებ

    ეპიზოდი ეთმობა წიგნს სათაურით „ღამის ხედვა: საკუთარი თავის დანახვა ბნელი განწყობების მეშვეობით“ - ფილოსოფოსი ქალის, მარიანა ალესანდრის ლირიკულ მედიტაციას იმ სიმართლეზე, რომელსაც ჩვენი ტკივილიანი და მუქი ემოციები გვასწავლიან ადამიანად ყოფნის მდგომარეობის შესახებ.

  23. 28

    „პედრო პარამო“: წიგნი, რომლის ნანგრევებშიც მამა-ბატონის მარადიული აჩრდილი დაძრწის

    ეპიზოდი ეძღვნება მექსიკელ მწერალს, ხუან რულფოს და მის „პედრო პარამოს“ – 1955 წელს გამოცემულ ლეგენდარულ რომანს შვილზე, რომელიც წარსულის აჩრდილებით მოცულ სიზმრისეულ ქალაქში მამის საპოვნელად ჩადის.

  24. 27

    ყველაზე მარტოსული და ყველაზე საჯარო: შეშლილობის ტკივილიანი ისტორია

    ეპიზოდში მოგიყვებით ორ პარალელურ ისტორიას - ფსიქიატრიის, როგორც დარგის ამბავს, და იმას, თუ როგორ ესმოდათ ადამიანებს სიგიჟის ფენომენი სხვადასხვა ეპოქაში, როგორ აღწერდნენ მას ხელოვნებაში. ჩვენი სტუმარია ენდრიუ სკალი, რომელსაც ფსიქიატრიის ისტორიის მკვლევრებს შორის ერთ-ერთ უდიდეს ავტორიტეტად მიიჩნევენ.

  25. 26

    ნატა ტალიკიშვილი: ტრანსგენდერი პერფორმერის მონოლოგი და მრავალხმიანობა

    ეპიზოდში შევხვდებით ნატა ტალიკიშვილს - 32 წლის ტრანსგენდერ პერფორმერს, აქტივისტს, კულინარსა და მებაღეს, რომელიც თბილისის სუბკულტურულ ცხოვრებას უნიკალურ სანახაობას მატებს, საჯარო მონოლოგის ფორმით - და თავის რთულ ცხოვრებისეულ გზას სხვების მიმართ სოლიდარობისა და იმედის წყაროდ აქცევს.

Type above to search every episode's transcript for a word or phrase. Matches are scoped to this podcast.

Searching…

We're indexing this podcast's transcripts for the first time — this can take a minute or two. We'll show results as soon as they're ready.

No matches for "" in this podcast's transcripts.

Showing of matches

No topics indexed yet for this podcast.

Loading reviews...

ABOUT THIS SHOW

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის საერთაშორისო მედია- და სამაუწყებლო ორგანიზაცია, რომელიც ინფომაციით უზრუნველყოფს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას, კავკასიას, ცენტრალურ აზიას, რუსეთს, ახლო აღმოსავლეთსა და ბალკანეთის ქვეყნებს

HOSTED BY

რადიო თავისუფლება

Produced by Rferl.org

CATEGORIES

Frequently Asked Questions

How many episodes does პოდკასტები have?

პოდკასტები currently has 25 episodes available on PodParley. New episodes are automatically indexed when they're published to the podcast feed.

What is პოდკასტები about?

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის საერთაშორისო მედია- და სამაუწყებლო ორგანიზაცია, რომელიც ინფომაციით უზრუნველყოფს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას, კავკასიას, ცენტრალურ აზიას, რუსეთს, ახლო აღმოსავლეთსა და ბალკანეთის ქვეყნებს

How often does პოდკასტები release new episodes?

პოდკასტები has 25 episodes. Check the episode list to see recent publication dates and frequency.

Where can I listen to პოდკასტები?

You can listen to პოდკასტები on PodParley by clicking any episode. We provide an embedded audio player for direct listening, and you can also subscribe via your preferred podcast app using the RSS feed.

Who hosts პოდკასტები?

პოდკასტები is created and hosted by რადიო თავისუფლება.
URL copied to clipboard!