Duty Free Talks • გულახდილი პოდკასტი

PODCAST · leisure

Duty Free Talks • გულახდილი პოდკასტი

DutyFree Talks გულახდილი პოდკასტია, რომელშიც ნაინო და ბარბარა განიხილავენ ემიგრაციას, ოჯახს, კარიერას, ბავშვებს, მეგობრობას და ბევრ სხვა ცხოვრებისეულ თემას. ბარბარა პარიზიდან ერთვება, ნაინო კი - თბილისიდან. ისინი უკვე 20 წელზე მეტია საუკეთესო მეგობრები არიან და დისტანციასაც არ უშინდებიან. ტრანზიტულ ბონუს ეპიზოდებში ნაინოს უერთდება იუმორისტი საბა, სადაც საუბრობენ პოლიტიკით დაწყებული, პოპკულტურით დამთავრებული, ყველაფერზე.უსმინეთ ჩვენს გულწრფელ საუბრებს და გვემეგობრეთ.

  1. 82
  2. 81

    3.2 ბრიტანული MBA

    ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ნაინოს ბრიტანულ ონლაინ MBA-ზე: როგორ აარჩია პროგრამა, როგორ ჩაიარა გასაუბრებებმა და როგორია ონლაინ სწავლა. ბარბარაც გვიზიარებს გამოცდილებას ფრანგულ მაგისტრატურაზე.

  3. 80

    ახალი ქართული სერიალი "MMA აკადემია - გლადიატორთა სამჭედლო" | ტრანზიტული ეპიზოდი #11

    განათლების რეფორმით შთაგონებულები, საბა და ნაინო ქმნიან სატირულ სერიალს "MMA აკადემია - გლადიატორთა სამჭედლო", სადაც აბსურდული „სასწავლო პროგრამა“ ჯუდოს, ჭადრაკსა და ნინძობის ელემენტებს აერთიანებს.

  4. 79

    "ქოცeye - ქოცაი - ქოცის თვალი" - ახალი ქართული რეალითი შოუ

    ამ ახალ ტრანზიტულ ეპიზოდში, ნაინო და საბა იმედს, გაუქმებული გადაცემების ნაცვლად, სთავაზობენ ახალ რეალითი შოუს, რომლითაც მოხდება მთელი საქართველოს და ბოლოს სამყაროს გაქოცება!

  5. 78

    3.1. რვა წელი საფრანგეთში

    ამ ეპიზოდში ბარბარა აჯამებს საფრანგეთში ცხოვრების 8 წელს. განვიხილავთ კარიერას, მშობლობას, ჯანდაცვას, მეგობრობას და ვადგენთ, რამდენი წელია საჭირო უცხო ქვეყანაში ნამდვილი ინტეგრაციისთვის.

  6. 77

    საახალწლო ფილმი: "უბრალოდ ქართული!" | (საშობაო) ტრანზიტული ეპიზოდი #9

    სეზონის ბოლო ეპიზოდში ბარბი, ნაინო და საბა ქმნიან ახალ ქართულ საახალწლო-საშობაო ფილმს, რომელიც დაფუძნებულია ჟანრის კლასიკად აღიარებულ "Love Actually"-ზე.სიყვარული, ღალატი, მორალური დილემები - არის ქართველობა ადვილი და წაგვართმევენ მას? უსმინეთ ფილმის კონცეპტს, გაიგეთ და გაერთეთ!

  7. 76

    ნაგავი დრო | 8 დეკემბერი | ხმოვანი შეტყობინება

    ნაინო განიხილავს როგორ გავატაროთ "ნაგავი დრო" და აგრძელებს მსჯელობას მეგობრობაზე 30-ის შემდეგ.

  8. 75

    ყვითელი თოვლი | 15 დეკემბერი | ხმოვანი შეტყობინება

    ნაინო იხსენებს ბავშვობას, როცა თბილისში თოვლი იყო.

  9. 74
  10. 73

    50 Cent | 16 დეკემბერი | ხმოვანი შეტყობინება

    ნაინო 50 ცენტით აღფრთოვანებას ვერ მალავს

  11. 72

    ესთეტიკის მონა | 8 დეკემბერი | ხმოვანი შეტყობინება

    ბარბარა მოგვიწოდებს დავაფასოთ წვრილმანები.

  12. 71

    აგრესიული AI | 6 დეკემბერი | ხმოვანი შეტყობინება

    ბარბარა გვიყვება როგორ გააბრუტალურა ხელოვნური ინტელექტი

  13. 70

    ახალი ქართული ფილმი: "ბ*ზი მეიყვანე!" | ტრანზიტული ეპიზოდი #8

    ამ ეპიზოდში ნაინო და საბა ქმნიან ახალ ქართულ ფილმს: "ბ*ზი მეიყვანე!" და განიხილავენ მსოფლიოში უძველეს პროფესიას.

  14. 69

    2. 14. ჭორაობა მოსულა? (ბარბარას დიდი დაბრუნება)

    ამ ეპიზოდში ნაინო და ბარბარა ჭორაობენ ჭორაობაზე (ძააააან კონცეპტუალურიაააა), გვიყვებიან ჭორაობის ისტორიას და აქა-იქ ცდილობენ, "გააპრავონ".

  15. 68
  16. 67

    ძვირფასო მსმენელო | 16 ნოემბერი | ხმოვანი ჩანაწერები

    ნაინოს თხოვნით მიმართვა მსმენელებთან

  17. 66

    AI მომღერალი | 11 ნოემბერი | ხმოვანი ჩანაწერები

    ნაინომ აღმოაჩინა, რომ მთელი დღე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მომღერალს უსმენდა.

  18. 65

    Wall Street | 9 ნოემბერი | ხმოვანი შეტყობინება

    საბას ხმოვანი შეტყობინება ვოლსტრიტზე ნაინოს

  19. 64
  20. 63
  21. 62

    პითონის ხორცი | 5 ნოემბერი | ხმოვანი შეტყობინება

    საბას პასუხი ნაინოს სირაქლემის ხორცის ხმოვან შეტყობინებაზე

  22. 61

    შემწვარი ფლამინგო - 4 ნოემბერი - ხმოვანი შეტყობინება

    ნაინოს ხმოვანი შეტყობინება საბას და ბარბის

  23. 60

    ორშ. 27 ოქტომბერი - ხმოვანი შეტყობინება

    ხმოვანი შეტყობინება ბარბის ნაინოსგან

  24. 59

    ტრანზიტული ეპიზოდი #7

    გამოვა თუ არა საქართველოში ანონიმურ ალკოჰოლიკთა წრე? რა მოფრინავს კოსმოსიდან დედამიწისკენ და რა უნდათ ჩვენგან? სად უფრო მეტი ოქრო და ბრილიანტია, კოსმოსში თუ ქოცების სეიფებში?

  25. 58

    #6 ტრანზიტული ეპიზოდი

    რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, პოდკასტინგისგან დასვენებული ნაინო და საბა ენერგიაზე არიან და ყველაზე გარეიჯბეითებენ! კენჭი საიდან უნდა გაიტაროთ? ცხენით თუ როლეკ კოსტერით? პეკინური ბიკინი სჯობს თუ ელიავას ღიპიანი კაცები? და ბოლოს, კაცი მაჭანკლებიდან რასიზმზეც გადავედით და ყველას გეჩხუბეთ, ვისაც შავკანიანი სნეიპი არ გევასებათ :დ

  26. 57

    #5 ტრანზიტული ეპიზოდი

    ქართული იუმორი, ჩვენი იუმორი, ბრიტანული იუმორი, ზოგადად იუმორი და ცოტა ფილოსოფიაც.ამ ეპიზოდში ნაინო და საბა საუბრობენ ცოტას ჭამაზე, ცოტას ფილოსოფიაზე და ბევრს იუმორზე - ანუ მართლა გაგართობენ! მართლა!

  27. 56

    2.13. მოტეხილი ფეხი და ახალი ბავშვი

    ამ ეპიზოდში ბარბარა გვიზიარებს, რა შეიცვალა მის ცხოვრებაში ახალშობილის გაჩენის შემდეგ, ნაინო კი გვიზიარებს, რა კავშირია მის მოტეხილ კოჭსა და ძროხის ჩლიქებს შორის.

  28. 55

    #4 ტრანზიტული ეპიზოდი

    რა შეიძლება აღმოგვაჩენინოს ტომ სოიერის დიდობაში წაკითხვამ, იცვლება თუ არა ხალხი და სამყარო? რატომ ვერ იტანენე ერთმანეთს ლიბერალები, ვის როგორ გვესმის განსხვავებული აზრის პრინციპი და ბაყაყების გადარჩენა აუზებში.

  29. 54

    2. 12. ევროპული ოჯახი და ნაინო მერად

    ამ ეპიზოდში ბარბარა გვიზიარებს, როგორ გადაკვეთა 8 თვის ორსულმა საფრანგეთი მანქანით, და ნაინო იხსენებს, როგორ მიიღო მონაწილეობა მერობის არჩევნებში. ეპიზოდის ბოლოში გვაქვს სახალისო ბონუსი!

  30. 53

    ტრანზიტული ეპიზოდი #3

    ამ ეპიზოდის ტრანზიტი უფრო ხავერდოვნად წაიღო, შეიძლება ითქვას, რომ ეს რუბრიკა დაიხვეწა. ამ ეპიზოდში საბა და ნაინო განიხილავენ ვიეტნამსა და კამბოჯაში წარმოქმნილ უცნაურ ბიზნეს ბუმს. ბარბის (თოჯინის) ფენომენზე - როგორც პოპ-კულტურის მოვლენაზე და რა თქმა უნდა, მათი შინაგანი ბავშვობის დროინდელი ტრავმებიც გაჰკივიან 90-იანების ტკივილზე და პატარ-პატარა სალბუნებზე

  31. 52

    ტრანზიტული ეპიზოდი #2

    *ლეობის რომანტიზება, მაფია, ბოდი იმიჯი, სერიალები.ამ ეპიზოდში ნამდვილ ტრანზიტებს გთავაზობთ, ჯერ კომფორტულად ფრენაზე ვსაუბრობთ, მერე საყვარელ შოუებსა და სერიალებზე, იუმორის ხელოვნებაზე, მაფიაზე და ბავშვობის კომპლექსებზე. რას უსმენთ? - ყველაფერი რაც კარგია - ეს ეპიზოდი ამ ფრაზის განსხეულებაა 😀

  32. 51

    ტრანზიტული ეპიზოდი #1 (სატესტო)

    (პირველი 8 წუთი ნაინოს მიკროფონს აქვს ხარვეზი, ბოდიში მოგვითხოვია) საბა იუმორისტია, უყვარს წერა და პოლიტიკური თოქშოუები.ნაინო უკვე შემდგარი პოდკასტერია, უყვარს ლაპარაკი და მსოლფიო პოპკულტურა ნაინო და საბა ტრანზიტულ ეპიზოდებში უზიარებენ ერთმანეთს აღმოჩენებს და დაკვირვებებს და ცდილობენ გაგვართონ.

  33. 50

    2.11. ტოქსიკური ურთიერთობები

    ამ ეპიზოდში ვკითხულობთ ერთმანეთის ამბებს და, ჩვენი მსმენელის ინსპირაციით, განვიხილავთ ჩვენს გამოცდილებებს ტოქსიკურ ურთიერთობებთან პირად და კორპორატიულ გარემოში.

  34. 49

    2.10. სტუმრად ორჯერ ამერიკაში - ოცნება, პოპკულტურა და პოლიტიკა

    ამ ეპიზოდში ვსტუმრობთ შორეულ ამერიკას, საბა გვიყვება ამერიკაში ემიგრაციაზე, ვიკვლევთ, როგორია ცხოვრება ნიუ იორკში, ვერკვევით ამერიკის პოლიტიკის ანა-ბანაში და ვიგებთ სიმართლეს ამერიკული პოლიციის შესახებ.საბას პოდკასტი "ორჯერ ამერიკაში"

  35. 48

    2.9. სტუმრად ისლანდიაში - პოლიცია და ორსულობა

    ამ ეპიზოდში გაიგებთ: იცნობს თუ არა ბიორკს პირზე კოცნით ჩვენი მეგობარი ნინო (პიკო), ჭირდება თუ არა პოლიცია ისლანდიას და, როგორია ორსულობა და მშობიარობა გეიზერების ქვეყანაში.

  36. 47

    2.8. ქართველსა - გული რკინისა, აბჯარი - თუნდაც ხისაო!

    ამ ეპიზოდში ვცდილობთ მივაგნოთ პასუხს კითხვაზე: “გვეშველება რამე?!”

  37. 46

    2.7. ტაილანდური მასაჟი - ნაწილი 2

    ამ ეპიზოდის მეორე ნაწილში განვიხილავთ, შევჭამდით თუ არა ჩიტის ნერწყვის სუპს, რა არის ტაილანდური პინგ-პონგ შოუ, როგორია ტაილანდური დრეგ კულტურა და ტაქსი ტაილანდში.

  38. 45

    2.7. ტაილანდური მასაჟი - ნაწილი 1

    ამ ეპიზოდის პირველ ნაწილში ნაინო გვიზიარებს, როგორია შვებულება უცხო ადამიანებთან ჯგუფური ტურით, რატომ ეძახიან ტაილანდს “ღიმილის ქვეყანას” და მოყვება თუ არა happy end ტაილანდურ მასაჟს.

  39. 44

    2.6. პროტესტი, პროპაგანდა და პოზიტივი

    ამ ეპიზოდში ნაინო საუბრობს მიმდინარე პროტესტში მონაწილეობის პოზიტიურ ემოციებზე, და ბარბარა გვიყვება, როგორია პროტესტის კულტურა საფრანგეთში.

  40. 43

    2.5. სტუმრად "ლევიოსაში" - როგორ დავიწყოთ ბიზნესი

    ამ ეპიზოდში ვსტუმრობთ ჩვენი მეგობრის, თამთა ჯაფარიძის, სტუდია “ლევიოსას”. თამთა გვიზიარებს, როგორ დაიწყო ბიზნესი მცირეწლოვანი ბავშვით ხელში, რა წინააღმდეგობები გადალახა და რა ამოტივირებს. ბარბარა იხსენებს წამოწყებულ ბიზნესებს საქართველოში და საფრანგეთში, ნაინო განიხილავს, რატომ არ ხსნის საშაურმეს და ყველანი ერთად ვიხსენებთ ჩვენი მეგობრობის ისტორიებს.

  41. 42

    ემიგრანტის სევდა

    ამ მოკლე ამონარიდ ეპიზოდში, ბარბარა გვიზიარების სამშობლოს დატოვების გლოვის ეტაპებს და განვიხილავთ ახალ ქვეყანაში ინტეგრაციის სირთულეებს

  42. 41

    2.4. სტუმრად ტოკიოში

    ამ ეპიზოდში ვმოგზაურობთ ტოკიოში, ჩვენი მეგობარი ტოტო გვიყვება, როგორ გახსნა ქუჩის გალერეა უცხო ქვეყანაში, გვიზიარებს შთაბეჭდილებებს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ და ერთად ვიხსენებთ, როდის დავლიეთ პირველად არაყი “აბსოლუტი”.

  43. 40

    2.3 ჩვენ ერთი წლის გავხდით

    ამ ეპიზოდში გავხდით 1 წლის! ბარბარა გვიზიარებს როგორია დატა ანალიტიკის სტაჟიორის ცხოვრება საფრანგეთში და ვაჯამებთ ჩვენი პოდკასტის პირველ წელს.

  44. 39

    2.2 ცვლილებები და ტრადიციები

    ამ ეპიზოდში ბარბარა გვიყვება, რა ცვლილებები მოხდა ამჯერად მის ცხოვრებაში, ნაინო გვიზიარებს, რა ტრადიცია აკავშირებს მარნეულთან და ერთად ვეძებთ შთაგონებას ოჯახური ტრადიციებისთვის.

  45. 38

    2.1. როგორ გავატარეთ ზაფხული

    ამ ეპიზოდში გიყვებით, როგორ გავატარეთ ზაფხული, რა ვაკეთეთ ერთად თბილისში. ნაინო გვიზიარებს თავისი ბოლო დეითის შედეგებს და ბარბარა ჩივის რა რთულია მშობლის ხვედრი.

  46. 37

    იკიგაი და ჰობის სამსახურად ქცევა

    მონაკვეთი ჩვენი მე-7 ეპიზოდიდან, სადაც განვიხილავთ დრიმ ჯობის რაობას. სრული ეპიზოდი იხილეთ აქ.

  47. 36

    01 სეზონის დახურვა

    ამ მინი-ეპიზოდში ვხურავთ პირველ სეზონს, ბარბარა გვიზიარებს თავისი პროექტის პროგრესს და ნაინო იხსენებს მის საყვარელ სტერეოტიპულ ძველ ანეკდოტს.

  48. 35

    35. მაკიაჟი და კაცები კაბებში

    ამ ეპიზოდში ვიხსენებთ, რა ფრად იღებავდა ტუჩებს ბარბარა და აღმოვაჩენთ, რა კავშირია კვარას, რონალდოს და დრეგ ქვინებს შორის.

  49. 34

    34.⁠ ⁠რას ვუსმენთ?

    მსმენელების ინსპირაციით ამ ეპიზოდში გიზიარებთ პოდკასტებს, რომლებსაც ჩვენ ვუსმენთ: ოფისით დაწყებული, ნუტრიციით და ასტროფიზიკით გაგრძელებული, დამთავრებული ბრიჯერტონითაც კი!

  50. 33

    33. სანტექნიკა, ბერლინი და რუტინა

    ამ საჭორაო ეპიზოდში ყველაფერს მივედ-მოვედეთ: ნაინოს ცხოვრებისეული პრობლემებით დაწყებული, გაგრძელებული მეტალ კონცერტით და დამთავრებული ტანსაცმლის დაუთოვების უსამართლობით.

Type above to search every episode's transcript for a word or phrase. Matches are scoped to this podcast.

Searching…

No matches for "" in this podcast's transcripts.

Showing of matches

No topics indexed yet for this podcast.

Loading reviews...

ABOUT THIS SHOW

DutyFree Talks გულახდილი პოდკასტია, რომელშიც ნაინო და ბარბარა განიხილავენ ემიგრაციას, ოჯახს, კარიერას, ბავშვებს, მეგობრობას და ბევრ სხვა ცხოვრებისეულ თემას. ბარბარა პარიზიდან ერთვება, ნაინო კი - თბილისიდან. ისინი უკვე 20 წელზე მეტია საუკეთესო მეგობრები არიან და დისტანციასაც არ უშინდებიან. ტრანზიტულ ბონუს ეპიზოდებში ნაინოს უერთდება იუმორისტი საბა, სადაც საუბრობენ პოლიტიკით დაწყებული, პოპკულტურით დამთავრებული, ყველაფერზე.უსმინეთ ჩვენს გულწრფელ საუბრებს და გვემეგობრეთ.

HOSTED BY

Duty Free Talks

CATEGORIES

URL copied to clipboard!