Skip to content
Marketer.ge Podcast podcast artwork

PODCAST · business

Marketer.ge Podcast

by Marketer.ge

Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

Publisher-supplied feed metadata · PodParley refreshed Apr 9, 2026 · Source feed

Episodes

  1. მარკეტერის პოდკასტი | სტარტაპიდან გლობალურ ბრენდამდე: Edumentors-ის ისტორია

    მარკეტერის პოდკასტის სტუმარია Edumentors-ის დამფუძნებელი თორნიკე ასათიანი. ვსაუბრობთ გზაზე რომელიც სტარტაპმა გაიარა. მარკეტერის პოდკასტის წარდმგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

  2. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე | მანუჩარ მარკოიშვილი | საინტერესო პოდკასტი

    „საინტერესო პოდკასტის“ დღევანდელ ეპიზოდში სტუმრად გვეწვია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მოთამაშე მანუჩარ მარკოიშვილი. მასთან ერთად განვიხილავთ ჩვენი გუნდის გასვლას ევრობასკეტზე და იმ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე ელის. მანუჩარი გვიზიარებს საკუთარ ხედვას...

  3. სტრესის უხილავი სამყარო | ნინო მარგველაშვილი | საინტერესო პოდკასტი

    წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მენტალური მდგომარეობა არის ემოციების ოკეანე - ზოგჯერ მშვიდი, ზოგჯერ ბუნდოვანი, ზოგჯერ კი უფსკრული. ყველამ ვიცით სტრესის განცდა, მაგრამ ვერავინ აგვიხსნა რეალურად რა ხდება ჩვენს ორგანიზმში იმ წამს, როდესაც გული იწყებს ფრენას, ხელები კანკალებს და ფიქრები ქაოსურად დარბიან...

  4. სუხიშვილები და „თაკარას“ უნიკალური გამოცდილება | თამარ დვალი | საინტერესო პოდკასტი

    „საინტერესო პოდკასტის“ ამ ეპიზოდში სტუმრად გვეწვია სუხიშვილების სოლისტი თამარ დვალი. თამარი გვიყვება, როგორ დაიწყო მისი პროფესიული გზა, რა არის მოცეკვავის ცხოვრების ყველაზე რთული მხარე და რას ნიშნავს, იყო სუხიშვილების ნაწილი. დღევანდელ ეპიზოდში ასევე ვსაუბრობთ „თაკარას“ ექსპერიმენტულ სცენაზე,...

  5. „რეჰანის“ Youtube გასტრონომია | ანა კოშაძე | საინტერესო პოდკასტი

    იუთუბი ბოლო წლების განმავლობაში უამრავი ნიჭიერი ადამიანის თავშესაფრად იქცა, კონტენტის მრავალფეროვნებამ კი საზოგადოების ყურადღებაც ტელევიზიიდან კომპიუტერის ეკრანებისკენ მიიზიდა. „საინტერესო პოდკასტის“ ამ ეპიზოდში ჩვენი სტუმარია ანა კოშაძე, პოპულარული იუთუბ არხის, "რეჰანი"-ს თანაავტორი, რომელიც...

  6. ქართული ალტერნატიული მუსიკა ვირუსულ ეპოქაში | Mechanical Rainbow

    თუ ფიქრობთ, რომ ტიკ-ტოკი და ქართული ალტერნატიული მუსიკა ერთმანეთს არ ეწყობა, დადუ დონაძემ და ცოტნე ბაღდავაძემ სულ სხვანაირად იფიქრეს და დაამტკიცეს კიდეც. Mechanical Rainbow - ეს არის ის ბენდი, რომელმაც ქართული მუსიკალური სცენა ისე შეცვალა, რომ ხშირად არც ესმით, რა მოხდა. მათი ისტორია შეიძლება...

  7. ობიექტივი და მოგზაურობა – რეზი ყენიას თვალით | საინტერესო პოდკასტი

    მარკეტერის „საინტერესო პოდკასტის“ სტუმარია რეზი ყენია — ფრილანს ფოტოგრაფი და მოგზაური. რეზი გვიზიარებს თავის მრავალწლიან გამოცდილებას ფოტოგრაფიაში და გვიყვება, როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში. რომელია ის ტექნიკური უნარები და მენტალური მიდგომები, რომლებიც ფოტოგრაფის პროფესიულ სტილს...

  8. პადელის ბუმი საქართველოში – სპორტი, ბიზნესი და მომავალი | ქეთი ყიფიანი

    მარკეტერის „საინტერესო პოდკასტის“ სტუმარია პადელის ასოციაციის ხელმძღვანელი — ქეთი ყიფიანი, რომელიც საქართველოში პადელის ბუმის და ასოციაციის საქმიანობის შესახებ გვესაუბრება. ჩვენი პოდკასტის დღევანდელ ეპიზოდში ქეთი შეეხება პადელის პოპულარობის მიზეზებს, ასოციაციის როლს სპორტის ამ სახეობის...

  9. ანიმაცია, რომელიც იზრდება ბავშვებთან ერთად – გიორგი მარშანიას ისტორია | საინტერესო პოდკასტი

    მარკეტერის „საინტერესო პოდკასტს“ ესტუმრა გიორგი მარშანია, ბავშვებისთვის საყვარელი ანიმაციის — „ჟირაფი ჟოზეს“ შემქმნელი, რომელმაც თავისი გამოცდილება და ხედვები გაგვიზიარა. გიორგი საუბრობს დაუვიწყარი პერსონაჟის შექმნის სპეციფიკაზე, თავისი ახალი პროექტის — „დრაკონი დუქსის“, საქართველოში ანიმაციის...

  10. ციფრული ჰორიზონტი – ლადო კანდელაკი ელექტრონულ კომერციაზე | საინტერესო პოდკასტი

    ელექტრონული კომერცია იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ინდუსტრიად, რაც მეტყველებს ინტერნეტის ძალაუფლებაზე, მოხერხებულობის მიმზიდველობაზე, სწრაფი მიწოდების მნიშვნელობასა და ნივთების სახლიდან შეძენის უპირატესობაზე - საქართველოში ელექტრონული კომერცია 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან გააქტიურდა და და პიკს...

  11. დისციპლინა, ფოკუსი და მებრძოლი სული – კარატეს გზა ლევან როგავასთან

    სახელწოდება “გოჯუ-რიუ კარატე” სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “ძლიერი და რბილი კარატეს სკოლას”. 1930 წელს, ტოკიოში საყოველთაო იაპონური საბრძოლო ხელოვნებების დემონსტრირებისას, ერთ-ერთმა მონაწილემ ჰკითხა ჩოჯუნ მიაგის სტუდენტს, საბრძოლო ხელოვნების რომელ სკოლაში სწავლობდიო. ოკინავაზე დაბრუბებისთანავე…

    more
  12. საქართველოს ბანკის AI ტრანსფორმაცია

    წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ბანკი თქვენს ფინანსურ ჩვევებს უკეთ იცნობს ვიდრე თქვენ საკუთარს. სადაც ხელოვნური ინტელექტი არ არის მხოლოდ ტერმინი, არამედ ყოველდღიური რეალობა, რომელიც ცვლის ათასობით ადამიანის ფინანსურ ცხოვრებას. ეს არ არის მომავლის ფანტაზია - ეს ხდება აქვე, ჩვენს თვალწინ. საინტერესო...

  13. სტრატეგია, შოუ და მაფია – გიორგი მგალობლიშვილის თამაში რეალურ ცხოვრებაში

    ზოგი მოთამაშე ირგებს მაფიის წევრის როლს, ზოგი კი ხდება ,დანაშაულით სავსე საზოგადოების, სამოქალაქო პირი. ყოველ ღამე მაფია კლავს ერთ ადამიანს, ყოველდღე მშვიდობიან მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა განიხილონ მკვლელობა, აირჩიონ ეჭვმიტანილები და ერთ -ერთი მათგანი სიკვდილით დასაჯონ. ქართული იუთუბის მაფია...

  14. ფიქრი, წერა და ცხოვრება – ქუცა რუხაძე ფრიალანსზე და მეტზე

    ქოფირაითერების იდეების დახმარებით ჩვენამდე უამრავი ისტორია მოდის - ამის უკან კი უამრავი წაკითხული წიგნი, მოსმენილი ალბომი, ნანახი ფილმი და გამოცდილებებია, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთს გვაკავშირებს. გიორგი ქუცა რუხაძესთან ერთად „საინტერესო“ პოდკასტში“ განვიხილავთ იდეების გენერირებს სხვადასხვა...

  15. ციფრული მკურნალი: Healo-ს გზა და მისია | ანკა მანჯგალაძე

    თანამედროვე ცხოვრების სტრესი, ურთიერთობების სირთულეები, ტრავმული გამოცდილება, დეპრესია, შფოთვა და სხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობები ხშირად საჭიროებს პროფესიონალურ ჩარევას. ფსიქოთერაპია არ არის სისუსტის ნიშანი, პირიქით - ის მეტყველებს ადამიანის ძლიერებაზე და სურვილზე, გაიუმჯობესოს საკუთარი ცხოვრება....

  16. მარკეტერის პოდკასტი | გზამკვლევი მარკეტერებისთვის 2025

    2025 წლის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვისთვის მნიშვნელოვან რესურსად იქცა Tbilisi School of Communication-ის მიერ უკვე მეორედ გამოცემული ყოველწლიური გზამკვლევი მარკეტერებისთვის. დოკუმენტი შემუშავდა კვლევითი ორგანიზაცია ANOVA-სთან თანამშრომლობით და ეფუძნება თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევებს....

  17. მარკეტერის პოდკასტი | Agile v2: From Good to Grea

    როგორ მოვახდინოთ ეჯაილის ლეველაპი და თეორიული წესებიდან ბიზნესის რეალურ საჭიროებებზე მორგება. როგორ არ უნდა შეუშინდეს კომპანია რთული გადაწყვეტილებების მიღებას, მთავარი მიზნის/შედეგების მისაღწევად. მარკეტერის პოდკასტის დღევანდელი გადაცემის სტუმარია ევროპაბეთის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი…

    more
  18. მარკეტერის პოდკასტი | პლუსი - ლოიალობის სტანდარტი

    როგორ ხედავთ PLUS-ის განვითარებას მომავალში და რა როლი ექნება ახალ ტექნოლოგიებს ამ პროცესში? როგორია Plus პლატფორმის გავლენას ბიზნეს სექტორზე, და როგორ შეცვალა ან შეიცვლება ბიზნეს მოდელები? რა შეცვალა 7 წლის განმავლობაში და როგორ ადაპტირდა Plus პროგრამა მომხმარებლის მოლოდინებთან? ლოიალურობის...

  19. მარკეტერის პოდკასტი | ის რაც დროს გაუძლებს

    მონუმენტური შენობები სტანდარტული და მარტივი გადაწყვეტებით არ იქმნება. „ის, რაც დროს გაუძლებს“ - ასე ეწოდება კამპანიას, რომლზე სასაუბროდ მარკეტერის პოდკასტს „ალიანს ჯგუფის“ კომერციული დირექტორი, თემო ბიწაძე, Holy Motors-ის დამფუძნებელი, გიორგი ავალიანი და Highway VFX-ის დირექტორი ლევან ლაფაჩი...

  20. მარკეტერის პოდკასტი | ნებისმიერი პრობლემის მომგვარებელი ბიზნესი

    მარკეტერის პოდკასტის სტუმარია სანდრო თავხელიძე. ყოფილი მორაგბე, რომელიც წარმატებული სტარტაპერი გახდა. სანდრომ პირადი გამოცდილება ბიზნეს იდეად აქცია. საკუთარი იდეის ძალიან დაიჯერა, სხვებიც დაარწმუნა და მათთან ერთად საინტერესო გზა გაიარა. ამ გზაზე იყო ბევრი უარი, წარუმატებლობა, მაგრამ "ვემპლერმა"...

  21. მარკეტერის პოდკასტი | ხელოვნური ინტელექტის როლი რეკრუტინგში

    Helio.AI არის ასისტენტი, რომელიც ეხმარება დამსაქმებლებს რეკრუტინგში, ამარტივებს კანდიდატურის შერჩევის პროცესს და მოკლე დროში ფილტრაცს რეზიუმეებს არასაჭირო ინფორმაციისგან. მარკეტერის პოდკასტის დღევანდელი სტუმარია იაკო ჯიქია, helio.AI-ს თანადამფუძნებელი, რმომელიც მოგვიყვება: როგორ შეიქმნა helio.AI?...

  22. საინტერესო პოდკასტი | კონტენტი

    კონტენტი - სიტყვა, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ხშირად გვესმის, თუმცა ბოლომდე არ გვესმის თუ რას გულისხმობს. კონტენტ კრეატორების საქმიანობამ სრულიად შეცვალა როგორც მაყურებლის ქცევა, ასევე ბიზნესის და მარკეტინგის გუნდების პრიორიტეტები. საქართველოშიც სხვადასხვა მიმართულებით უკვე აქტიურად ხდება...

  23. მარკეტერის პოდკასტი | Extra-ს რებრენდინგი

    მარკეტერის პოდკასტის ამ ეპიზოდში EXTRA-ს რებრენდინგზე ვსაუბრობთ. სულ ცოტა ხნის წინ, წამყვანმა ქართულმა ელექტრონული კომერციის პლატფორმამ რებრენდინგი განახორციელა. პოდკასტის სტუმრები არიან EXTRA-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიშა გოგოლაური და Highway VFX-ის დამფუძნებელი ლევან ლაფაჩი....

  24. მარკეტერის პოდკასტი | ინფლუენსერობა და საკუთარი ბიზნესი

    ინფლუენსერებთან თანამშრომლობა ბევრი ბრენდის კომუნიკაციაში უჭირავს მნიშვნელოვანი ადგილი. თუმცა, მოდით გავერკვეთ: * რას ნიშნავს ინფლუენსერობა საქართველოში, დღეს? * როგორია ინფლუენსერის ჯილდო და რა ძალისხმევას საჭიროებს მისგან ეს საქმე? ვსაუბრობთ მარიამ დავითაძესთან, იგივე Acidwv-თან ერთად. ბევრი…

    more
  25. საინტერესო პოდკასტი | ნათია ჭიჭინაძე-creams

    რა განაპირობებს შინაგან თავისუფლებას, რომელიც აისახება სცენაზე, ვიდეოში, შემოქმედებაში - აღზრდა? გარემო? გავლენები? რამდენად ახდენს ქართული მემკვიდრეობა გავლენას არტისტულ სტილზე? დღევანდელ პოდკასტში ჩვენი სტუმარი Creams-ია, იგივე ნათია ჭიჭინაძე, რომელიც მოგვიყვება, როგორია იყო ახალგაზრდა…

    more
  26. საინტერესო პოდკასტი | ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია

    Miami Ad School ის დაწესებულებაა, რომლისკენაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ახალგაზრდა შემოქმედები მიისწრაფვიან. წლების განმავლობაში, „საქართველოს ბანკის“ მიერ დაწესებული ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია, ქართული სარეკლამო ინდუსტრიის არაერთნა წარმომადგენელმა მოიპოვა და ბერლინში, მათთვის...

  27. მარკეტერის პოდკასტი | საქართველო ფორმაშია

    "საუკეთესო წინ არის" - საახალწლო კამპანიაში, ამ სიტყვებით შეაჯამა „საქართველოს ბანკმა“ 2023 წელი და მალევე "საუკეთესო"-სთვის მზადების პროცესშიც მთელი ერი ჩართო. "მათ შეიძლება გამოიცნონ ჩვენი სტრატეგია, ჩვენი შემადგენლობა, სათამაშო მონახაზი, ჩაფიქრებული ცვლილებებიც კი, მაგრამ მათ არაფერი იციან…

    more
  28. მარკეტერის პოდკასტი | შევქმნათ უკეთესი ქალაქები - ბოლტის მისია

    შევქმნათ უკეთესი ქალაქები - ეს გახლავთ კომპანია Bolt-ის მისიაა, რომლითაც ის ოპერირებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. Bolt უკვე 10 წელია საქართველოშია. მარკეტერის პოდკასტში გიყვებით, როგორ შემოვიდა კომპანია საქართველოში, რას ნიშნავს უკეთესი ქალაქი და როგორ წარიმართა მთლიანი...

  29. საინტერესო პოდკასტი | Life with ADHD

    Attention Deficit Hyperactivity Disorder - ქართულად კი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. დღევანდელი პოდკასტის სტუმრები არიან ადამიანები, რომლებიც მათი კომპეტენციითა და გამოცდილებებით ეცდებიან, უფრო ნათელი გახადონ ყველაფერი ADHD-ის ირგლივ. ფსიქიატრი ლუკა ხუხაშვილი, ანა გვარიშვილთან...

  30. საინტერესო პოდკასტი | აუტიზმი

    აუტიზმი, აშლილობა თუ ნეირო მრავალფეროვნება? რა არის აუტიზმის პირველადი სიმპტომები და რა ასაკში ვლინდება ის? რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა? ახასიათებს თუ არა აუტიზმს რაიმე კვეთითი აშლილობები, მაგალითად, ADHD? ამ თემის ირგვლივ დღეს ფსიქიატრ ქეთევან სილაგაძესთან ერთად ვისაუბრებთ.

  31. მარკეტერის პოდკასტი | როგორ ვათამაშოთ 500 000 ადამიანი?

    საქართველოს ბანკის მობილბანკში მასშტაბური თამაში გაიმართა. 12-კვირიანი მარათონი, რომელმაც სტარტი ოქტომბრის თვეში აიღო, 2024 წლის იანვარში დასრულდა. ჯამში კამპანიაში 500 000 ადამიანი ჩაერთო. მარკეტერის პოდკასტის სტუმარია მაიკო გორგილაძე, საქართველოს ბანკის, ციფრული საბანკო მომსახურების დირექტორის...

  32. მარკეტერის პოდკასტი | მარკეტერების გზამკვლევი 2024

    გზამკვლევი მარკეტერებისთვის: "საქართველოს ტრენდების რეპორტი 2024” პირველი გზამკვლევია საქართველოში, რომელიც მარკეტერებს დაეხმარება სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებასა და ეფექტური კამპანიების დაგეგმვაში. მარკეტერის პოდკასტის სტუმრები არიან, თბილისის კომუნიკაციის სკოლის საოპერაციო დირექტორი ნინა...

  33. საინტერესო პოდკასტი l სამაგიდო თამაშები

    თამაში ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია. სამაგიდო თამაშები კი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მიმართულებაა, რომლის ფესვებსაც ძველ ეგვიპტეში მივყავართ. ჭადრაკი, ნარდი, მონოპოლი თუ სხვა დღემდე უამრავი ოჯახის უცვლელ ნივთებად რჩებიან. XX საუკუნე სამაგიდო თამაშების რენესანსის ეპოქად იქცა, რაც დღემდე...

  34. საინტერესო პოდკასტი | სათავგადასავლო მოგზაურობა

    გიფიქრიათ, როგორია ისლანდიის გარშემო მანქანით მოგზაურობა და ჩრდილოეთის ციალზე ნადირობა? როგორი იქნებოდა გამოცდილი მოგზაურების გიდობით, ერთ-ერთი ყველაზე მისტიური კუნძულის დალაშქვრა? დღევანდელი პოდკასტი სათავგადასავლო მოგზაურობასა და მოგზაურობაზე დამოკიდებულ ადამიანებზეა. გიორგი შაკაია და სერგი...

  35. საინტერესო პოდკასტი | ასტროლოგიის საფუძვლები

    რა არის ასტროლოგიის პრეისტორიული საფუძვლები და საიდან მოვიდა ჩვენამდე? რამდენადშესაძლებელია, პლანეტებისა და ვარსკვალვების განლაგებას რაიმე გავლენა ჰქონდეს ადამიანისპიროვნებაზე, თვისებებზე და მის ირგვლივ მომხდარ მოვლენებზე? რა იწვევს ნდობას ადამიანებშიასტროლოგიის მიმართ და რა ფსიქოლოგიური…

    more
  36. საინტერესო პოდკასტი l ხმის დიზაინი და მისი მნიშვნელობა კინო ინდუსტრიაში

    ხშირად გვავიწყდება, რომ აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებაში, როგორიც ფილმია - ხმაც ისეთივე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც კადრი. სწორედ ამ ორი მედიუმის ერთმანეთში ჰარმონიულ შერწყმას და ამბის თხრობას შეუძლია გენიალური ნაწარმოების დაბადება. მაინც, კონკრეტულად რა როლს ასრულებს სწორად შერჩეული ხმები…

    more
  37. საინტერესო პოდკასტი | ლიდერობა ტექ ინდუსტრიაში

    გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, ტექ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები ინტროვერტები და სხვებთან კომუნიკაციის არ მოყვარულები არიან, რომლებსაც მხოლოდ კოდის წერა აინტერესებთ. საბედნიეროდ დღეს ეს სტერეოტიპი უკვე დამსხვრეულია და უამრავი ადამიანი პროგრამული ინჟინერის პროფესიიდან, მენეჯერულ პოზიციაზეც...

  38. მარკეტერის პოდკასტი | საუკეთესო წინ არის

    საქართველოს ბანკის ახალი წლის კამპანიას და ვიდეო რგოლს წლეებია უკვე უამრავი ადამიანი ელოდება. აღნიშნული კამპანიიდან წამოსულ გზავნილებს ბევრისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს და ერთვარად შემდეგი წლის აქტოვობებისთვის მოტივაციის მიმცემია. ტრადიცია წელსაც გაგრძელდა და Metro Production-თან და…

    more
  39. საინტერესო პოდკასტი l ქართული ტიპოგრაფია - წარსული და დღევანდელი მდგომარეობა

    საქართველოში მუდამ ამაყები ვართ, როდესაც მსოფლიოში 14 არსებულ დამწერლობას შორის ჩვენსაც მოიხსენიებენ ხოლმე. ტიპოგრაფია მნიშვნელოვანი ნაწილია არა მხოლოდ ტექსტური შინაარსის გასაზიარებლად, არამედ ის გვიჩვენებს თუ როგორი განწყობით არის გადმოცემული ესა თუ ის მესიჯი. ქართულმა ტიპოგრაფიამ დიდი დრო…

    more
  40. საინტერესო პოდკასტი | ყველაფერი გაუნათლებლობის ბრალია

    დღევანდელი პოდკასტის თემა გულწრფელად ძალიან სენსიტიურია: თანამედროვე სასკოლო სისტემა, სკოლის როლი ბავშვის ცხოვრებაში, განათლება და ცოდნა. აკადემიური ცოდნის მიღმა, უნდა ზრუნავდეს თუ არა სკოლა მოსწავლის ემოციურ და სოციალურ ინტელექტზეც? როგორია კარგი პედაგოგი? რა როლი აქვს სკოლას ბავშვის მიერ...

  41. საინტერესო პოდკასტი | როგორია რეალურად ჩვენი ნერვული სისტემა?

    წარმოგიდგენიათ ვიზუალურად, როგორ მუშაობს და რაზეა პასუხისმგებელი ნერვული სისტემა? რომელია ის ძირითადი ნევროლოგიური დაავადებები, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული? სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ დღევანდელ ჩვენს სტუმართან, ბავშვთა ნევროლოგთან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის არჩეულ...

  42. საინტერესო პოდკასტი l რა არის და როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები?

    ტექნოლოგიების საუკუნეში, საავტორო უფლებები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დარღვევად უფლებათაგანია. ამის მიზეზი კი ძირითადად ის არის, რომ ხშირად აღნიშნული უფლებების გაგება თუ აღქმა ჭირს როგორც ფართო საზოგადოებაში, ასევე ბიზნესის და მედიის წრეებშიც. რა სახის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს საავტორო...

  43. საინტერესო პოდკასტი | ქართველი Data Scientist IKEA-ში

    როგორია იკეას სამუშაო გარემო? როგორ მიდის იკეას AI-ზე მუშაობა? როდის შემოვა ბრენდი საქართველოში? გიორგი კოკაია არის დღეს საინტერესო პოდკასტის სტუმარი, განათლებით ფიზიკოსი, რომელმაც ბევრი წელი იცხოვრა შვედეთში, სადაც თავდაპირველად დაიწყო იკეაში მუშაობა გაყიდვებისა და ფრომოუშენის ანალიტიკის...

  44. საინტერესო პოდკასტი l რა საიდუმლოს ინახავს თბილისის ისტორიული უბნები

    ტურიზმის როლის განვითარებასთან ერთად, საქართველოში მნიშვნელოვნად იზრდება იმ სერვისების მიწოდებაც, რაც ტურისტების ქვეყნისადმი ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებს. ერთ-ერთი რა თქმა უნდა თბილისის უძველესი უბნები, ულამაზესი არქიტექტურა და ამ ყველაფრის უნიკალური ისტორიაა. სწორედ ამ მიზნით და ამბიციით,...

  45. მარკეტერის პოდკასტი | კრეატიული ფარდის მიღმა

    რა გზას გადის ბრენდი სრულყოფილად ჩამოყალიბებამდე? როგორ ხდება სააგენტოებში პროცესების მართვა? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები სააგენტოებსა და კლიენტებს შორის წარმატებული თანამშრომლობისთვის? მარკეტერის პოდკასტის დღევანდელი სტუმარია ნუკა შევარდნაძე-მარკეტერი და საკომუნიკაციო სააგენტო...

  46. საინტერესო პოდკასტი | რა გავლენა აქვს სტრესს მენტალურ ჯანმრთელობაზე

    ცხოვრების აჩქარებული ტემპი და 21-ე საუკუნის მოთხოვნები პირდაპირპროპორციულად ზრდის ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებს და სტრესის დოზებს. • რა ფიზიკური პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა? • შესაძლებელია, რომ სტრესმა მიგვიყვანოს პრობლემებამდე, როგორიცაა დეპრესია, შფოთვითი აშლილობა...? • რა...

  47. მარკეტერის პოდკასტი | რა შეუძლია კვლევას?

    რა შეუძლია კვლევას? რა ძირითადი გამოწვევებია კვლევით და საკონსულტაციო დარგში? მარკეტერის პოდკასტის დღევანდელი თემაა კვლევები - მარკეტინგული და სოციალური კვლევები, მონაცემები რომლებზე დაყრდნობითაც მსხვილი კომპანიები ღებულობენ გადაწყვეტილებებს. ამ თემაზე კვლევითი კომპანია ანოვას თანადამფუძნებელ,...

  48. საინტერესო პოდკასტი l მუსიკალური მოწყობილობები Designed In Georgia

    ელექტრული ინჟინერია თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის ფუნდამენტია. მიუხედავად იმისა რომ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ეს სფერო კარგა ხანია ისწავლება, რეზულტატი და ამ ცოდნისგან მიღებული პროდუქტების რაოდენობაც ძალიან მცირეა. როგორ იქმნება ქართული მუსიკალური მოწყობილობები? რა გამოწვევები აქვს ამ...

  49. მარკეტერის პოდკასტი | რა არის და როგორ მუშაობს კორპორატიული გაყიდვები?

    მარკეტერის პოდკასტის დღევანდელი თემაა კორპორაციული გაყიდვები - რა არის და როგორ მუშაობს ის? ამ თემაზე, GD Alco-ს ბრენდ მენეჯერთან, გიორგი იმერლიშვილთან ერთად ვსაუბრობთ. * რა ეტაპებს მოიცავს და რა მიდგომების გამოყენებაა ეფექტური კორპორაციულ გაყიდვების პროცესში? * რა არის ყველაზე გავრცელებული...

Type above to search every episode's transcript for a word or phrase. Matches are scoped to this podcast.

Searching…

We're indexing this podcast's transcripts for the first time — this can take a minute or two. We'll show results as soon as they're ready.

No matches for "" in this podcast's transcripts.

Showing of matches

TOPICS IN THIS SHOW

Click any topic to search every transcript on PodParley for moments someone mentioned it.

Loading reviews...

ABOUT THIS SHOW

Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

HOSTED BY

Marketer.ge

CATEGORIES

Frequently Asked Questions

How many episodes does Marketer.ge Podcast have?

Marketer.ge Podcast currently has 172 episodes available on PodParley. New episodes are automatically indexed when they're published to the podcast feed.

What is Marketer.ge Podcast about?

Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

How often does Marketer.ge Podcast release new episodes?

Marketer.ge Podcast publishes regularly with 172 episodes available. Check the episode list for the typical release schedule.

Where can I listen to Marketer.ge Podcast?

You can listen to Marketer.ge Podcast on PodParley by clicking any episode. We provide an embedded audio player for direct listening, and you can also subscribe via your preferred podcast app using the RSS feed.

Who hosts Marketer.ge Podcast?

Marketer.ge Podcast is created and hosted by Marketer.ge.
URL copied to clipboard!