PODCAST · society
პრინციპში ყველაფერზე
by Lika and Ninis Podcast
ლიკა და ნინი/კიწი წარმოგიდგენთ პოდკასტს პრინციპში ყველაფერზე, სადაც ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ თემებზე, რომლებზეც ყოველდღიურად ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, აინტერესებს, განიხილავს, კამათობს. ვისაუბრებთ ცხოვრებაზე, ჩვევებზე, ჯანმრთელობაზე, მეგობრობაზე, ურთიერთობებზე, სოციალურ საკითხებზე, წიგნებზე, ფილმებზე,დიზაინზე, თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებზე…გაგიზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს, ცოდნას, გამოცდილებას. გვეყოლება სტუმრები და ვეცდებით ყველა ასაკის და ინტერესების მსმენელისთვის იყოს საინტერესო, ჩვენი საუბრები: პრინციპში ყველაფერზე
-
42
Hormones, libido, supplements & Chanel
დღევანდელ ეპიზოდში მარტივად ვხსნით, რომ პერიმენოპაუზა არ არის დაავადება და გიყვებით რა ხდება ქალის ორგანიზმში ჰორმონალური დისბალანსის დროს. ასევე გიზიარებთ იმ საკვებ დანამატების და ვიტამინების ჩამონათვალს, რომელსაც ამ ეტაპზე ვიღებთ და რა რისთვის არის კარგი. და ცოტას წლევანდელ Met Gala-ზე და Chanel Biarritz - ზე
-
41
About situationships, millennials vs Gen Z dating rules & does love need rules ?
იცით რომელი ალკოჰოლური სასმელია ყველაზე ნაკლებად მავნე თქვენი ჯანმრთელობისთვის? პოლიამორის და ეთიკური მონოგამიის შესახებ რა იცით? რომანტიულ ურთიერთობებში ხართ, პარტნიორი გყავთ თუ არ გყავთ, ეძებთ, ან არ ეძებთ, დეითინგობთ თუ ისვენებთ, მილენიალი ხართ თუ ჯენ ზი, ეს ეპიზოდი ყველასთვის საინტერესოა ! მოგვისმინეთ, გაერთობით :)
-
40
On Love Story, Vladimir, Wuthering Heights & Book rec
ამ ეპიზოდში ვარჩევთ, ვაანალიზებთ და ვცდილობთ ავხსნათ რატომ არის ყველა შეპყრობილი ჯონ კენედი უმცროსის და კეროლაინ ბისეტის Love Story - თ? ასევე, გირჩევთ რატომ უნდა ნახოთ ნეტფლიქსის ახალი Vladimir (და არა იმიტომ რაც თქვენ გგონიათ). Wuthering Heights ნინი კიწისგან და წიგნის რეკომენდაცია ლიკასგან .
-
39
Beautiful Films, Ugly Realities- Oscars, Epstein & The Illusion of Innocence
ამ ეპიზოდის პირველ ნაწილში ლიკა და კიწი განიხილავენ 2026 წლის ოსკარზე წარდგენილ ფილმებს და გვაძლევენ რჩევებს რა ღირს სანახავად და რაზე არ უნდა დაკარგოთ ცხოვრების რამდენიმე ძვირფასი საათი… მეორე ნაწილში კი შემოგვიერთდება ჩვენი პოდკასტის მეგობარი ნიკუშა და ვრცლად გავარჩევთ ეპსტეინის ფაილების გახსნით გამოწვეულ სკანდალს და მათ გავლენას (და ზიანს) გლობალურ მოვლენებზე და რამდენად მჭიდროდ იყო თურმე დაკავშირებული ძალაუფლება, დიპლომატია, ბიზნესი და გავლენის არაფორმალური არხები ერთმანეთთან. და საერთოდ ვინ არიან ჯეფრი ეპსტინი და გილეინ მაქსველი ?
-
38
I did it before it was cool? Scandals, fashion & think yourself rich
2026 წლის პირველ ეპიზოდში ვსაუბრობთ ცოტას მოდაზე, ცოტას ბეკჰემებზე, ცოტას გაუთავებელ იანვარზე და ნინი კიწი გვასწავლის, როგორ გავხდეთ მდიდრები.
-
37
Make a wish ✨ New year episode
ამ ეპიზოდის პირველ ნაწილში შევაჯამეთ 2025 წლის ველნესის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ყველაზე გავრცელებული ტრენდები. თუ წინა ეპიზოდებისთვის არ გისმენიათ, გაგიმართლათ - ლიკა მთელი 20 წუთი ამაზე ლაპარაკობს :) მეორე ნაწილში კი ნინი გვიყვება სტრესის და დაძაბულობის გარეშე წელის “გაცილებაზე” და ახალი წლის შეგებებაზე. ასევე, ახალი წლის ღამის რიტუალებზე, სურვილებზე, როგორ უნდა “დავხუროთ” წინა წელი, როგორ დავისახოთ ახალი მიზნები სტრესის გარეშე, როგორ ჩავიფიქროთ სურვილები, ისე რომ რეალურად აგვისრულდეს და როგორ დავემშვიდობოთ წინა წელს. იცოდით ნაძვის ხის ტრადიცია საიდან მოდის? გჯერათ აფირმაციების და მანიფესტაციების მეშვეობით სურვილების ახდენის ? მოკლედ, ეს ეპიზოდი მათთვის არის ვისაც ახალი წლის ღამეს სასწაულების სჯერა და მათთვისაც ვისაც არ სჯერა. გილოცავთ ახალ წელს და შობას ! ლიკა და ნინი
-
36
Pop-culture & what r we watching? სერიალები და პოპ-კულტურა
თუ არ იცით რას უყუროთ გრძელ და მყუდრო შემოდგომის საღამოს, მოუსმინეთ ამ ეპიზოდს სადაც ჩვენ თამაწამყვანთან ერთად ამ სეზონის ჩვენს რჩეულებს გიზიარებთ. From Nobody Wants This, The Morning Show, Victoria, The Diplomat & Lilly Allen’s last album (spoiler - wow!) we’ve got you covered!
-
35
პირადი ისტორია - ანა ჭანტურია.
ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ჩვენი მეგობარი ანა ჭანტურიაა. ანა გულწრფელად და ყოველგვარი ფილტრის გარეშე, საკუთარ გამოცდილებას და ემოციას გვიზიარებს. დიდი მადლობა ანას, მისი პოზიტიურობა და ცხოვრებისადმი მადლიერება ყველას გვჭირდება… და არ დაგავიწყდეთ to check up 🩷 🌸
-
34
იცხოვრო დიდხანს თუ იცხოვრო კარგად?
სად გადის ზღვარი ჩვენს სურვილს ვიცხოვროთ უფრო დიდხანს და ობსესიას შორის ვიცხოვროთ უფრო დიდხანს?ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ დღეგრძელობაზე (Longevity) და იმაზე, როგორ ვცდილობთ 21-ე საუკუნეში. ტექნოლოგიური პროგრესის, აპლიკაციების და ბიოჰაკინგის დახმარებით გავხდეთ ჩვენი თავის უკეთესი ვერსიები.Oura Ring-დან და მიკროპლასტმასის შიშიდან დაწყებული, NAD+ და პეპტიდურ ინექციებამდე – სად მთავრდება ჯანმრთელი ცნობისმოყვარეობა და იწყება დაუფარავი კონტროლის სურვილი?
-
33
Step-count, coffee benefits & latest wellness trends
გიბრუნდებით მესამე სეზონით და 32 ეპიზოდში მოკლედ გიყვებით როგორ გავატარეთ ზაფხული, როგორ უნდა დავისვენოთ სწორად, რა სიახლეებია ველნესის და ჯანსაღი ცხოვრების ინდუსტრიაში. რამდენი ყავა უნდა დავლიოთ და რამდენი ნაბიჯი უნდა გადავდგათ დღეში რომ უფრო დიდხანს ვიცოცხლოთ!
-
32
Bonus Episode: holidays pre-flight rituals & season wrap
სეზონის ბოლო, 31 ბონუს ეპიზოდში ვაჯამებთ ბოლო სეზონის ყველაზე პოპულარულ თემებს (ყველაზე მეტ კითხვებს და გამოხმაურებას რაზეც ვიღებდით თქვენგან :)) - ანუ ლიკა გვესაუბრება ველნეს ტრენდებზე, მითებზე, დიეტებზე. ასევე დასვენების დროს ბალანსის აუცილებლობაზე და ნინი კიწი გვაძლევს სასარგებლო რჩევებს მგზავრობის წინ, მათ შორის pre-flight essentials და მგზავრობის წინ შფოთვებზე და გამკლავების მექანიზმებზე. Stay tuned და რამდენიმე კვირაში დაგიბრუნდებით
-
31
Sophie Villy - უცხო ქვეყანაში ახალ ცხოვრებაზე
თუ გჭირდებათ ინსპირაცია და დადებითი ემოციები ამ ეპიზოდში ჩვენს მეგობარ, მუსიკოს სოფი ვილისთან ვსაუბრობთ მისი ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე, ემიგრაციასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, ადაპტაციაზე და როგორია წარმატებული, შემდგარი პროფესიონალისთვის ეს გზა.
-
30
Summer romance - a seasonal must have?
ამ ეპიზოდში:ნინი-კიწი finally explained! ამ სეზონის გარდერობის summer must haves ჰამაკში და შეზლონგზე წასაკითხი წიგნებილამაზი ფილმები საზაფხულო განწყობის შესაქმნელადროგორ ვინარჩუნებთ ფორმას ზაფხულში გვჭირდება თუ არა დიეტები და მკაცრი დისციპლინა & more 🏜️🏝️⛱️🏕️🍭🍡🍹🍾❤️🍸
-
29
Nino’s Food Adventures - Food blogging with love, passion & art with extraordinary Nino Tvalavadze
ვისაც ნინო თვალავაძის კულინარიის სამყაროში არ გიმოგზაურიათ, ძალიან დიდი სიამოვნება გელით წინ! ყველა ნინოსშექმნილი პროდუქტი არის ხელოვნების ნიმუში სადაც ჩანს ესთეტიკა, დახვეწილი გემოვნება, ხარისხი, ხედვა და რაც მთავარია ნამდვილი ემოცია. საუბარიც ისეთივე საინტერესო გამოგვივიდა, როგორიც თვითინ ნინოა. ბონუსად, ნინოსგან რამდენიმე რჩევა სწორ კვებაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესზე. https://www.instagram.com/ninosfoodadventures?igsh=bXY5ZDByZHJrY25s
-
28
Tatuli Pagava - Relationship Red Flags,Sex and The City Edition.
I couldn’t help to wonder - მოკლედ ამ ეპიზოდში ჩვენს მეგობარ თათული ფაღავასთან ერთად ვლაპარაკობთ იმაზე თუ რა უნდათ ქალებს პარტნიორებისგან , იცვლება თუ არა ეს სურვილები ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად, რატომ და როდის უნდათ ქალებს პარტნიორები red flag - ებით და რა არის ბოლო ბოლო ყველაზე მთავარი ? ასევე: SATC როგორც სუბ-კულტურა. Just Like That - რატომ არის საჭირო აქ და ახლა ? და more …
-
27
Elene & Tekla - 20-Somethings Mom Talk-unfiltered თეკლა და ელენესთან ერთად
როგორია იყო ახალგაზრდა დედა სოციალური ქსელების მიერ თავსმოხვეული პერფექციონიზმის ერაში. როგორ დავამსხვრიოთ სტერეოტიპები თუ როგორი უნდა იყოს ქართველი დედა (და მამა) როგორ დავიცვათ “საზღვრები” კეთილისმსურველების რჩევებისგან. რა არის ყველაზე მთავარი რომ დედაც და შვილიც კარგად გრძნობდნენ თავს ? მოუსმინეთ ამ ძალიან საინტერესო ეპიზოდს ელენე ბუბუტეიშვილთან და თეკლა გოგბერაშვილთან ერთად
-
26
Diets, brain boosting mushrooms & dealing with chaos
ამ ეპიზოდში ლიკა გვიხსნის რატომ არ მუშაობს სწრაფი დიეტები და რა “მუშაობს” სინამდვილეში. ასევე, გვიყვება სოკოიანი ყავის ტრენდზე და ამუშავებს თუ არა სამედიცინო სოკო ტვინს უკეთესად და ნინი გვიყვება თუ რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება გონების და აფორიაქებული ფიქრების დამშვიდება.
-
25
Met Gala, shows to watch now & more
ყველაფერი რაც არ იცოდით და უნდა იცოდეთ მეტ გალას შესახებ, ახალი სერიალები რომლის ყურებასაც გირჩევთ და მეტი... მოკლედ მოუსმინეთ, დაისვენეთ და hope you enjoy
-
24
Skincare, grounding & dealing with chaos
იცით რა არის ლაბუბუ? ამ ეპიზოდში გაიგებთ :) ასევე ლიკასგან გაიგებთ რეალურად აქვს თუ არა კოლაგენის დანამატის მიღებას აზრი კანის დაბერების შესაჩერებლად და სინამდვილეში რა უნდა გამოიყენოთ ყოველდღიურად ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად. ხოლო ნინი გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას 2 მარტივი მედიტაციის ტექნიკის შესახებ, რომლებიც ყველას დაგვეხმარება ქაოსთან და გაურკვევლობასთან გამკლავებაში და გვაპოვნინებს საკუთარ თავს.
-
23
Ketevan Kherkheulidze - Muzaradi. Is vision, determination & hard-work key to a successful brand?
Special Guest Episode:თუ მოდა, სტაილინგი, ტრენდები vs სტილის შეგრძნება და პროფესიული წარმატების ისტორიები გაინტერესებთ, მოუსმინეთ ჩვენს სტუმარს ქეთევან ხერხეულიძეს, ბრენდ მუზარადის შემქმნელს და კრეატიულ დირექტორს.
-
22
Matcha, hyped shows, burn out & midlife crisis.
21 ეპიზოდში ნინი კიწი გვიყვება სოციალური დეტოქსის აუცილებლობაზე და რა გაკვეთილები მიიღო პირადად მან 1 თვიანი სოც და დიჯიტალ დეტოქსოდან და ლიკა გვიყვება მიდ ლაიფ კრიზისზე და მიდ ლაიფ მეგობრობის თავისებურებებზე. ასევე, რატომ აქვს მატჩას ახალი სოცოცხლე ?
-
21
ორშაბათიდან ვიწყებ!სირბილზე,წონის კონტროლის მარტივ ხერხებზე და გაზაფხულის Skincare-ზე
ჩვენს საიუბილეო მეოცე ეპიზოდში გაიგებთ რას იწყებს კიწი ორშაბათიდან,რა მარტივად შესასრულებელი ხერხებით ვაკონტროლოთ წონა და რა ცვლილებები უნდა შევიტანოთ კანის მოვლის რუტინაში გაზაფხულზე,რჩევები ლიკასგან.
-
20
Tik-Tok made me buy it, compulsive shopping & რა უნდა იცოდეთ cycle syncing-ის შესახებ.
ტვინის გასანიავებელი კიდევ ერთი ეპიზოდი, სადაც ვსაუბრობთ ონლაინ შოპინგისასდაშვებულ შეცდომებზე, ველურ კონსუმერიზმე, ინფლუენსერების გამო შეძენილ საჭირო და არასაჭირო ნივთებზე, ალგორითმებზე და გთავაზობთ მარტივ ხერხებს, როგორ დავიცვათ თავი და ბიუჯეტი ასეთ დროს. მეორე ნახევარში, ასევე, გიყვებით კიდევ ერთ მოდურ ტრენდზე: cycle syncing - ზე, რაც საინტერესო უნდა იყოს როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის.
-
19
Cold Plunges , Biohacking, Fasting, Supplements - ჰაიპია თუ მუშაობს?
ამ ეპიზოდში: გადავეშვით” ცივ წყალში და გავარჩიეთ სასარგებლოა თუ არა ცივი წყლის აბაზანები ჩვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის და ახანგრძლივებს თუ არა სიცოცხლესრა არის ბიოჰაკინგი და მუშაობს თუ არა რეალურად ჯანმრთელობის ოპტიმიზაციისთვის სხვადასხვა მოდური მეთოდები.ფასტინგი, შიმშილი, ინტერვალური კვება - ჯანმრთელობა თუ წონის დასაკლებად გაპოპულარულებული მორიგი დიეტა.ასევე, ცალი თვალით შევიხედეთ საკვები დანამატების სამყაროში.
-
18
Medea Dolidze - Cosmic Rocks - კრისტალების ენერგია და მანიფესტაციის ძალა
რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს კრისტალებს ჩვენს ენერგიაზე, ემოციურ მდგომარეობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე? ამ ეპიზოდში ჩვენ სტუმარ, მედეა დოლიძესთან ერთად, ვსაუბრობთ კრისტალების, ასტროლოგიისა და მანიფესტაციის შესახებ – როგორ შეგვიძლია მათი გამოყენება ფიზიკური და ემოციური ბალანსის დასაბრუნებლად და სასურველი ცვლილებების მოსაზიდად.მედეა დოლიძე – IPHM სერტიფიცირებული კრისტალოთერაპევტი და კრისტალებზე წიგნის ავტორი-“ინიციაცია”@cosmicrocks
-
17
5am Club,Babygirl
ამ წლის მესამე (და არა როგორც ლიკა შეცდომით ამბობს მეორე!) ეპიზოდში ლიკა ცდილობს კიდევ ერთხელ დაგვარწმუნოს რატომ გვჭირდება დილით ადრე გაღვიძება და “დრო საკუთარი თავისთვის” და ნინი-კიწისმეცნიერული არგუმენტები მოყავს, თუ როგორ შეიძლება გავხდეთ ტექ-გიგანტები ან “გაგვხეხსნას” რამე ახალი ნიჭი, თუ დილის 5 ზე დავიწყებთ დღეს. ასევე (კრიტიკულად) მიმოვიხილავთ ნიკოლ კიდმანის ახალ ფილმს- Babygirl - ს და ვთანხმდებით, რომ მაინც სანახავია. Music: Babygirl official soundtrack პირველი პოდკასტირუტინებზე და გამკლავების მექანიზმებზე: https://open.spotify.com/episode/6xiHVFmdrF1fc8o78Q149M?si=ZomgSnymQo6EXNg_jm6muw
-
16
მეგობრები Thats what friends are for or do we need friends?
რა არის საერთოდ მეგობრობა და მისი დეფინიცია.მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ. ასეა ? რას ამბობს მეგობრობაზე არისტოტელე? და როგორი მეგობრები უნდა “ჩამოვიშოროთ”?
-
15
And we're back ! (Part 2 )
მსუბუქი, გონების გასანიავებელი და თავის შესახსენებელი ეპიზოდის მეორე ნაწილი სადაც ვსაუბრობთ 2024 წელზე გლობალურ vs პირად ჭრილში და მიმოვიხილავთ იმ მოვლენებს, ფილმებს, მუსიკას თუ წიგნებს რომლებიც დაგვამახსოვრდა. ასევე გაიგებთ, დაიმატეს თუ არა ლიკამ და ნინი ახალი ჯანსაღი ჩვევები რუტინაში and how that's going for them :)
-
14
And we're back! (part1)
Restart,recharge,Reset or let life Happen?რა დავტოვეთ 2024-ში და რა წამოვიღეთ 2025ში.
-
13
Tbilisi I Love U With Nick Shavishvili A.K.A. მამა
სპეციალურ სტუმართან ერთად ვსაუბრობთ თბილისზე, როგორც მრავალეროვან და მულტიკულტურულ ფენომენზე და მის ავთენტურობაზე. ასევე, გიყვებით რატომ დავფეილდით, ამოვარდით რუტინებიდან და რას ვუყურეთ ამ კვირაში.
-
12
Puff Daddy-ზე, პოპ-კულტურის სიახლეებზე და რატომ არის ყველაფერი პოლიტიკა.
პოპ კულტურაში მიმდინარე დინებებზე, cancel-კულტურაზე, ლონდონზე და სხვა საინტერესო თემებზე ჩვენს მეგობრებთან ვიკა ზამთარაძესთან და ნიკუშა ზაალიშვილთან ერთად.
-
11
წიგნები,ფილმები და ასოციაციები back to school
სექტემბერი რასთან ასოცირდება თქვენთვის?სკოლასთან? სიახლეებთან? ახალ გამოწვევებთან?
-
10
Summer’s end.ზღვაზე,მთაზე.არ თხოვდები? და ცოტა ჭორები
გიფიქრიათ იმაზე, რომ დასვენებასაც სწავლა სჭირდება? რითი სჯობია ბათუმი, ქუთაისი და ბორჯომი თბილისს? რატომ არის საჭირო რუტინებისგანაც კი დასვენება?
-
9
Is gratitude key to living a meaningful life & about thinking outside of the box
ქეთა ლომიძე კომფორტის ზონიდან გამოსვლაზე, ცხოვრების ახალ ეტაპზე, გამოწვევებზე, მადლიერებაზე. ეს პოდკასტი მათთვის არის ვისაც უნდა ჩარჩოებიდან გამოსვლა, ეშინია სიახლის და ცვლილების, სჭირდება მოტივაცია ან უბრალოდ მათთვის ვისაც უნდა დადებითი ენერგიით დამუხტა.
-
8
“რა თაობა მოდის”? Millennials & Gen Z - მილენიალთან და ჯენ ზისთან ერთად.
რატომ გახდა თაობათა შორის განსხვავებები ასეთი თვალშისაცემი? რითი “გვჯობია” ჯენ ზი? მილენიალებს რა “მიღწევები” აქვთ? და რატომ არის მენტალური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი ყველა თაობისთვის. ამ და სხვა თემებზე ძალიან საინტერესო სტუმართან, ფსიქოლოგ თეკლა გოგბერაშვილთან ერთად.
-
7
Sandro Gogokhia, Tato Enukidze - Fizculture. რატომ არ გამორიცხავს ნაყინს და შოკოლადს სწორი კვება?
ეპიზოდ 7-ში პასუხები ბევრ თქვენ კითხვაზე.სანდრო გოგოხია და თათო ენუქიძე ფიზკულტურაზე, ჯანსაღ ცხოვრებაზე,კვებაზე,დიეტებზე და ზომიერებაზე… რატომ არ გამორიცხავს ნაყინს და შოკოლადს სწორი კვება
-
6
საქართველო პორტუგალიის თამაშამდე ჩაწერილი პოდკასტი
ზაფხულზე,სამშობლოზე,ევროპაზეც და ცოტა ფეხბურთზეც
-
5
ცოტ ცოტა ტოქსიურობაზე, დიეტებზე, 4GB ზე
მოვიდა მაისიც,დაგროვდა თემები რისი განხილვაც სტუმრებთან ერთად გვინდა,დღეს ვისაუბრებთ ცოტ ცოტას ყველაფერზე,წინა პოდკასტზე,მეგობრობაზე ექსებთან და ა.შ.
-
4
ჯანსაღი ურთიერთობა vs სიყვარული vs იდეალური პარტნიორობა
The one you were asking for ანუ ცოტა რამ იდეალურ ურთიერთობებზე.
-
3
გარდამავალი პოდკასტი
Here is a short update on where we’ve been 😊 თუ ცოტა “გადართვა” და “გამოთიშვა” გინდათ, მოგვისმინეთ :)
-
2
Morning Routines and breathing Practice/როგორ გავხადოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესი
ამ ეპიზოდში ჩვენ ვსაუბრობთ იმ ჩვევებზე, რომლებიც დაგვეხმარა ჩვენი ცხოვრება უფრო ხარისხიანი და ხალისიანი გახდეს.ლიკა მოგიყვებათ თავის დილის რუტინაზე და კიწი სუნთქვის ვარჯიშებზე რომელიც დაგეხმარებათ სტრესის დროს ან პანიკური შეტევისას.
-
1
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენი პოდკასტის სამყაროში/sneak peek to whats coming
ლიკა და ნინი/კიწი წარმოგიდგენთ პოდკასტს პრინციპში ყველაფერზე. რატომ მოგვინდა პოდკასტის გაკეთება და რა თემებს შევეხებით, მოგვინდა იმიტომ რომ ორივე დიდი ხანია ვუსმენთ სხვადასხვა პოდკასტებს მენტალურ ჯანმთელობაზე,ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე და ყოველდღიურ სისულელებზეც კი. ამ პოდკასტების სმენაში დავაკვირდით რომ ძალიან ბევრი რამე გვცოდნია ამ თემების ირგვლივ და გამოგვიცდია ჩვენს თავზე. და ერთმანეთში ამ ყველაფრის განხილვის დროს მივხვდით,რომ ჩვენც ხშირად იგივეს ვსაუბრობთ ვიწრო წრეებში თუ ერთმანეთში და შეგვიძლია განვიხილოთ ძაან ბევრი თემა და გვქონდეს ჩვენი ჩამოყალიბებული აზრი, პრინციპში ყველაფერზე.
No matches for "" in this podcast's transcripts.
No topics indexed yet for this podcast.
Loading reviews...
ABOUT THIS SHOW
ლიკა და ნინი/კიწი წარმოგიდგენთ პოდკასტს პრინციპში ყველაფერზე, სადაც ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ თემებზე, რომლებზეც ყოველდღიურად ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, აინტერესებს, განიხილავს, კამათობს. ვისაუბრებთ ცხოვრებაზე, ჩვევებზე, ჯანმრთელობაზე, მეგობრობაზე, ურთიერთობებზე, სოციალურ საკითხებზე, წიგნებზე, ფილმებზე,დიზაინზე, თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებზე…გაგიზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს, ცოდნას, გამოცდილებას. გვეყოლება სტუმრები და ვეცდებით ყველა ასაკის და ინტერესების მსმენელისთვის იყოს საინტერესო, ჩვენი საუბრები: პრინციპში ყველაფერზე
HOSTED BY
Lika and Ninis Podcast
Loading similar podcasts...